ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

ბუღალტრების, ფინანსისტების, შესყიდვების სპეციალისტების 23 კაციანი ჯგუფი მადრიდსა და ბარსელონაში გასამგზავრებლად ემზადება

ევროპის აკადემიური ცენტრის გრანდიოზული პროექტი.

 

ბუღალტრების, ფინანსისტების, შესყიდვების სპეციალისტების 23 კაციანი ჯგუფი მადრიდსა და ბარსელონაში გასამგზავრებლად ემზადება. ჯგუფი სრულად არის დაკომპლექტებული საჯარო მოხელეებისა და კერძო სტრუქტურებიდან.

ევროპის აკადემიური ცენტრის გაცვლითი პროგრამით, ზუსტად 10 დღეში, ესპანეთში მიემგზავრებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, აჭარის მთავრობის, სურსათის უვნებლობის სააგენტოს,”საქართველოს რკინიგზის”, ტრანსპორტის სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატის, წყალმომარაგების კომპანიის, საქართველოს ფოსტის,სემეკის, “კავკასუს ონლაინის” და “შატო მუხრანის” წარმომადგენლები.

“ევროპის აკადემიურ ცენტრთან ერთად, პროექტს ორგანიზებას უწევს ქართულ-ესპანური სავაჭრო პალატა და ქართულ-ესპანური ასოციაცია “იბერია”.

პროგრამით გაწერილია თემები:

• ტრენინგები სახემწიფო შესყიდვებში;
• ორგანიზაციის იურიდიულ სამართლებრივი ფორმები /კერძო და საბიუჟეტო ორგანიზაციის ტიპები;
• ევროპული ტიპის კერძო და საბიუჯეტო სისტემები;
• ბიუჯეტის/ნახევრად ბიუჟეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგებების მომზადება / ევროპული გამოცდილების გაზიარება;
• ანგარიშგება, საბიუჯეტო კონტროლი.
ამავე პროგრამის ფარგლებში შედის:
- ვიზიტი ქალაქ ალკალაში;
- შეხვედრა ალკალის სერვანტესის უნივერსიტეტის ვიცერექტორთან (საერთაშორისო ურთიერთობებში);

ევროპის აკადემიური ცენტრი წარმატებას უსურვებს ტრენინგში მონაწილეებს და ემზადება კიდევ ერთი მასშტაბური პროექტისთვის, რომელიც დეკემბერში, ისევ ესპანეთში შედგება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ/მოგვწერეთ:

 

ქ. თბილისი, კოსტავას 67, მე-2 სართული
ტელ: (+99532) 2 147270, 574 334777
  

created by artmedia