6-7 დეკემბერს ბათუმში ფსიქოლოგებისთვის ტრენინგ-კონფერენცია გაიმართა
ბათუმში 6-7 დეკემბერს ფსიქოლოგებისთვის ორდღიანი ტრენინგ-კონფერენცია გაიმართა.
ტრენინგს სპეციალურად კონფერენციისთვის მოწვეული პრაქტიკოსი ფსიქოლოგი - სოფიო ტყებუჩავა უძღვებოდა.
კონფერენციას 33 მონაწილე ჰყავდა, რომელთაც ტრენინგის დასრულების შემდეგ ევროპის აკადემიური ცენტრის სერთიფიკატი გადაეცათ.
ევროპის აკადემიური ცენტრი თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდის, რომ არჩევანი ჩვენს ცენტრზე შეაჩერეს და მომავალში წარმატებებსა და წინსვლას უსურვებს
