სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსი
ევროპის აკადემიური ცენტრი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს პრაქტიკულ კურსს სისხლის სამართალში.
ტრეინინგი მოიცავს:
I ეტაპი
1. ტერმინთა განმარტება (შედარებითი დახასიათება ძველ კოდექსთან მიმართებაში)
2. ბრალდებული, მისი ძირითადი უფლებები, ადვოკატის და ბრალდებულის ურთიერთობა
3. ადვოკატის/ბრალდებულის საგამოძიებო უფლებამოსილება (საგამოძიებო მოქმედებებისა და მათი ნიუანსებსის განხილვა)
4. სხვა საპროცესო მოქმედებები (ექსპერტიზის საკითხები)
5. დაზარალებული/მოწმე (დაზარლებულის ახლებური სტატუსი, მოწმე და გამოსაკითხი პირი, მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა გამოძიებისას 114-ე საგამონაკლისო მუხლი)
6. შუამდგომლობა/ საჩივარი (ზოგადი დებულებები)
II ეტაპი
1. მტკიცების სტანდარტები (დეტალური ანალიზი)
2. მტკიცებულებები და მტკიცების წესები (დეტალური მიმოხილვა მტკიცებულებების შესახებ, მათი დაუშვებლად ცნობის საკითხები)
3. სისხლის სამართლებრივი დევნა/დაკავება
4. აღკვეთის ღონისძიებები
III ეტაპი
1. წინასასამართლო სხდომა
2. არსებითი განხილვა - მსაჯულთა სასამართლოს მიერ, მსაჯულთა გარეშე
3. აპელაცია/კასაცია/ახლადგამოვლენილი გარემოებები
IV ეტაპი
მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვაში. ჩაერთვებიან სასამართლო პროცესებში, მონაწილეობას მიიღებენ ადმინისტრაციულ დავებში, დაეუფლებიან ადვოკატთა უნარ-ჩვევებს.
ტრეინინგი მოიცავს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, მასში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების განხილვას. ასევე, მსმენელები გაეცნობიან თუ როგორ იყენებს და ნერგავს დღევანდელი სასამართლო სისტემა ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს; გაეცნობიან ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განხილულ საქმეებს.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
გრაფიკი: კვირაში ორი მეცადინეობა
ტრენინგის ღირებულება: ჯგუფში - 300 ლარი
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელს გადაეცემა ,,ევროპის აკადემიური ცენტრის’’ ორენოვანი სერთიფიკატი
მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!
მობრძანდით: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
დაგვიკავშირდით: (+995 422) 293 293 (+995 592) 70 00 66
მოგვწერეთ: batumipdcgeo@yahoo.com
