სამოქალაქო სამართლის პრაქტიკული კურსი
ევროპული ცენტრი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს პრაქტიკულ კურსს სამოქალაქო სამართალში.
პრაქტიკული კურსი მოიცავს:
შესავალი დებულებები სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში.
** ძირითადი პრინციპები, უწყებრივი ქვემდებარეობა, განსჯადობა;
** სასამართლოს შემადგენლობა. აცილება, პროცესის ხარჯები, საპროცესო ვადები;
** სასამართლო შეტყობინება და დაბარება, მხარეები, მესამე პირები, წარმომადგენლობა სასამართლოში;
** სასამართლო მტკიცებულებები - სახეები, შეგროვება და შეფასება, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა;
საქმეთა წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში
** საქმის აღძვრა, სარჩელის შინაარსი;
** სარჩელის მიღება, სარჩელის მიღებაზე უარის თქმა, ხარვეზის დადგენა;
** შეგებებული სარჩელი, სარჩელის უზრუნველყოფა;
** საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად;
** სასამართლოს მთავარი სხდომა;
** სასამართლო განჩინება, სასამართლო გადაწყვეტილება, დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
** სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება;
** საქმის წარმოების შეჩერება, საქმის წარმოების დამთავრება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე;
** სასამართლო ოქმი.
** გამარტივებული წარმოება;
** უდავო წარმოება;
** საქმეთა წარმოება სააპელაციო სასამართლოში;
** აპელაციის დასაშვებობა;
** სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება;
** საქმეთა წარმოება საკასაციო სასამართლოში;
** კასაციის დასაშვებობა;
** საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში;
** საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება;
** კერძო საჩივარი;
** საქმის წარმოების განახლება;
შენიშვნა: ყოველი თემის განხილვა მოხდება სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის პროცესის თეორიულ-ნორმატიული მასალის, პრაქტიკული მაგალითებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების გამოყენებით.
მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვაში. ჩაერთვებიან სასამართლო პროცესებში, მონაწილეობას მიიღებენ ადმინისტრაციულ დავებში, დაეუფლებიან ადვოკატთა უნარ-ჩვევებს.
კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, ჩატარდება კვირაში ორი მეცადინეობა.
ტრენინგის ღირებულება: 100 ლარი თვეშo.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
** პირადობის მოწმობის ასლი;
** დიპლომი ან სტუდენტის მოწმობის ასლი
** შევსებული განაცხადის ფორმა (ფორმის შევსება შესაძლებელია ცენტრის ადმინისტრაციაში ან ჩვენს ვებ-გვერდზე)
მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!
მობრძანდით: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
დაგვიკავშირდით: (+995 422) 293 293 (+995 592) 70 00 66
მოგვწერეთ: batumipdcgeo@yahoo.com
