ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

 

პერსონალური კომპიუტერის ოპერატორის კურსი


"ევროპის აკადემიურ ცენტრში" კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსები განკუთვნილია არამარტო საშუალო და უმაღლესი სასწავლების სტუტენტებისათვის, არამედ უფროსებისთვისაც, რომელთაც სჭირდებათ პროფესიული დონის ამაღლება.

კომპიუტერული პროგრამების შესწავლა მიმდინარეობს მცირერიცხოვან ჯგუფებში, სადაც პროფესიონალი  პედაგოგეგები გადმოგცემენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას.

 პროგრამა მოიცავს:

  • პარამეტრები/ ჩატვირთვის პრიორიტეტები.
  • Windows-ის ვერისები და კომპიუტერის შემადგენელი ნაწილების მონაცემების შეფასება
  • ფიზიკური მოწყობილობების იდენტიფიცირება,
  • დრაივერების მოძიება და ინსტალაცია,
  • პროგრამული უზრუნველყოფის  განახლება,
  • სისტემური პარამეტრების კონფიგურირება.
  • კომპიუტერული დიაგნოსტიკა და არქიტექტურა.
  • ქსელში გაზიარება (sharing) შიდა ქსელის პარამეტრები. 

კურსის დასრულების შემდეგ მსენელი:

  • სწორად არჩევს პარამეტრებს, ჩასატარებელი სამუშაოების მოთხოვნების ან/და სიტუაციების შესაბამისად;
  • სიტუაციიდან გამომდინარე სწორად შეარჩევს ჩატვირთვის პრიორიტეტებს;
  • სწორად შეაფასებს აპარატურულ მონაცემებს;
  • შეარჩევს Microsoft  Windows-ის შესაბამის ვერსიას;
  • წესების თანახმად განსაზღვრავს  მყარი დისკის ფორმატს და მისი დანაყოფების  მოცულობას სისტემის შემდგომი ინსტალაციისთვის;
  • სწორად არჩევს ინსტალაციის პროცესში მოთხოვნილ პარამეტრებს;
  • წესების დაცვით ასრულებს Microsoft  Windows-ის ინსტალაციას;
  • შეძლებს არსებული ფიზიკური მოწყობილობების სწორად იდენტიფიცირებას;
  • წესების დაცვით შეძლებს შესაბამისი დრაივერების მოძიებას და ინსტალაციას;
  • მოთხოვნის შესაბამისად იცავს  პოტენციური მომხმარებლების უფლებებს;
  • შეძლებს, მოთხოვნის შესაბამისად სისტემური პარამეტრების კონფიგურირებას.

კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე (16 საათი);

სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ, 2სთ;

სწავლის საფასური:  ჯგუფში - 200 ლარი; ინდივიდუალურად: 250 ლარი;

მსმენელები უზრუნველყოფილი არიან სასწავლო და პრაქტიკული მასალებით.


კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელს გადაეცემა ,,ევროპის აკადემიური ცენტრის'' სერთიფიკატი

კურსის ხანგრძლივობა: 16 საათი 
გაკვეთილები: 2 სთ, კვირაში ორჯერ
სწავლის საფასური:  200 ლარი ჯგუფში, 250 ინდივიდუალურად.
მსმენელები უზრუნველყოფილი არიან სასწავლო და პრაქტიკული მასალებით.
კურსის ბოლოს გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" სერტიფიკატი. 


მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!


 

მობრძანდით: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა

დაგვიკავშირდით:  (+995 422) 293 293    (+995 592) 70 00 66

მოგვწერეთ: batumipdcgeo@yahoo.com

created by artmedia