ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

კომპიუტერული ინჟინერია

  

ევროპის აკადემიური ცენტრი აცხადებს მსურველთა მიღებას  IT-ინჟინერიისა და ქსელების შემსწავლელ პროგრამაზე, ტექნიკოს-ოპერატორი (Cisco IT Essential) კურსი.

ტრენინგები ტარდება ევროპის აკადემიური ცენტრის თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ოფისებში.

სწავლება მიმდინარეოს პროფესიონალურ დონეზე, როგორც მცირერიცხოვან ჯგუფებში, ასევე ინდივიდუალურად. ტრენინგებს ატარებენ Cisco-ს ინსტრუქტორები საქართველოში.

 სწავლის განმავლობაში თეორიულ მასალასთან ერთად დიდი ყურადღება ექცევა პრაქტიკულ სამუშაოებს. წარმატებულ მსმენელებს ასევე აქვთ დასაქმების რეალური შანსი!

 მათ ვისაც სურვილი აქვს გაიაროს აღნიშნული კურსი, უნდა იცოდნენ კომპიუტერული პროგრამები სამომხმარებლო დონეზე.


  კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • კომპიუტერული სისტემის აღწერა;
  • შიგა კომპონენტების დასახელებები, დანიშნულება და მახასიათებლები;
  • პერსონალური კომპიუტერის აწყობა, ნაწილების შეცვლა-განახლება;
  • ოპერაციული სისტემების MS Windows 7,  MS Windows XP, ინსტალაცია და მათი გამართვა,  ოპრაციული სისტემის განახლება,  მეორე ოპერაციული სისტემის დაყენება;
  • დრაივერების ინსტალაცია და განახლება;
  • მყარი დისკის სარეზერვო კოპიები;
  • ოპერაციული სისტემის გაუმარტაობის მიზეზების მოძიება და აღმოფხვრა;
  • სამომხმარებლო და ანტივირუსული პროგრამების ინსტალაცია და წაშლა, განახლებასა და  გამართვას;
  • სხვადასხვა დანიშნულების პერიფერიული მოწყობილობების დაკავშირება და მუშაობის თავისებურებები;
  • ელექტრონული ფოსტის პროგრამების დაყენება, გამოყენება და გამართვა;
  • დაკარგული ფაილების აღდგენა;
  • აპარატურული და პროგრამული უსაფრთხოების წესები;
  • წარმოქმნილი აპარატურული და პროგრამული პრობლემების მიზეზის დადგენა და მისი კვალიფიციურ აღმოფხვრას; 
  • ქსელის ფუნდამენტალური პრინციპები.ქსელური ტოპოლოგიები და მისი არქიტექტურა, ქსელის ინსტალაცია;
  • ქსელური მოწყობილობების დახასიათება და მათი მუშაობის პრინციპების აღწერა;
  • TCP/IP  მოდელები და დამისამართება;
  • მცირე საოფისე ქსელების მოწყობას;
  • ქსელის პროგრამულად გამართვა და მისამართების დანიშვნა;
  • უკაბელო ქსელი (Wi-Fi);
  • Wi-Fi-ის კონფიგურაცია და მონტაჟი;
  • უსაფრთხოების საფუძვლები.

კურსი დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:

** შეცვალოს ან აღადგინოს კომპიუტერის დაზიანებული ნაწილები და გამოასწოროს პროგრამული ხარვეზები;

**   ოპერაციული სისტემებისა და  პროგრამების ინსტალაცია;

** ვირტუალურ პროგრამებთან მუშაობა და მათზე სხვადასხვა ოპერაციული სისტემების ტესტირებას;

** დაკარგული და ახლადწაშლილი ინფორმაციიის აღდგენას;

** ოპერაციული სისტემების კლონირებას და მათ აღდგენას;

** პერიფერიული მოწყობილობების მიერთებას;

** ქსელის დაგეგმვა და ინსტალაცია, ქსელში ფაილების გაზიარებას;

** ქსელური პრობლემების აღმოფხვრას;

** განახორციელებს კომპიუტერიდან სხვა კომპიუტერში მოშორებული ჩართვას და მის კონფიგურირებას და მართვას.

 

კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი, 6 კვირა.

 საათების რაოდენობა:   24  საათი.

გრაფიკი: კვირაში 2 დღე. 

კურსის ღირებულება:  ჯგუფში: 400 ლარი, ინდივიდუალურად 450 ლარი.


მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!



მობრძანდით: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა

დაგვიკავშირდით:  (+995 422) 293 293      (+995 592) 70 00 66

მოგვწერეთ: batumipdcgeo@yahoo.com

created by artmedia