ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

რა? სად? როდის? ჩემპიონატი

14 მაისს ევროპის აკადემიური ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ჩემპიონატი ,, რა? სად? როდის? '' 
ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის კერძო და საჯარო სკოლებმა.
ევროპის აკადემიური ცენტრი 2008 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს ყველა პროექტს რომელიც უწყობს ხელს ახალგაზრდების განვითარებასა და თვითრეალიზებას.

,, რა? სად? როდის? '' ჩემპიონატის ყველა მონაწილეს გადაეცა ,,ევროპის აკადემიური ცენტრის'' სერთიფიკატი!

ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ბათუმის N1 საჯარო სკოლა - ,,პირველები'' 

,,პირველებმა'' მოიპოვეს საუკეთესო გუნდის სტატუსი,  მათ გადაეცათ  ,,საუკეთესი გუნდის’’ სერთიფიკატი და -50%იანი ფასდაკლების ვაუჩერი ჩვენთან არსებულ უცხო ენის შემსწავლელ კურსზე! ევროპული ცენტრი ბათუმის N1 საჯარო სკოლას ულოცავს გამარჯვებას და მადლობას უხდის ჩართულობისთვის!

ასევე '' ჩემპიონატზე გამოვლინდა საუკეთესო მონაწილე, რომელსაც გადაეცა ,,საუკეთესო მონაწილის’’ სერთიფიკატი და -50%იანი ფასდაკლების ვაუჩერი ჩვენთან არსებულ უცხო ენის შემსწავლელ კურსზე!

ევროპის აკადემიური ცენტრი მადლობას უხდის ყველა მოსწავლეს ჩართულობისთვის და უსურვებს წარმატებებს!

,,ევროპული აკადემიის ცენტრი'' დიდ მადლობას უხდის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის!

 

created by artmedia