ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

წარმატებული კურსდამთავრებულები

ევროპულმა ცენტრმა სამი წლის მანძილზე დაახლოებით 6000 - მდე მსმენელის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება მოახდინა.

ცენტრი აქტიურად მუშაობს კორპორაციული კლიენტების საჭიროებებზე მორგებულ შეკვეთილ კურსებზე

ევროპული ცენტრი დაარსების დღიდან ზრუნავს ცენტრის კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე,  კადრების რეკომენდირება ხდება ცენტრის პარტნიორ საბანკო, სადაზღვევო, აუდიტორულ, სხვადასხვა კერძო და საჯარო დაწესებულებებში.

ჩვენი კლიენტები კმაყოფილნი არიან იმუშაონ ახალგაზრდა, ენერგიული პროფესიონალების გუნდთან, რადგან იციან, რომ არ შევჩერდებით ვიდრე ყოველ პროექტს წარმატებით არ მივიყვანთ ბოლომდე.

აქ წარმოდგენილია ევროპული ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე ნაწილის ფოტოები და კომენტარები

მაია ადეიშვილი

შპს "პოლიმერი 1", სსიპ "სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო"

კურსი საგადასახადო საქმე. მე მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ევროპულ ცენტრს გაწეული კვალიფიციური მომსახურებისთვის. ვუსურვებ ორგანიზაციას შემდგომ წინსვლას და წარმატებებს.

ლამზირა ჩუბინიძე, სს “საქართველოს ბანკი” იურიდიული დეპარტამენტი იურისტი

კურსის დასახელება: ბიზნეს კანონმდებლობის სასწავლო კურსი

გავეცანით მნიშვნელოვან ცვლილებებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონში, იძულებითი აუქციონის  ჩატარების ფორმებსა და პროცედურებს,  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებას კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ცვლილებებს საჯარო რეესტრის კანონში, საგადასახადო კოდექსში, სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ კანონში. გავეცანით გერმანიის სამოქალაქო კოდექსის ქართული თარგმანის ელ. ვერსიას და სხვა მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინფორმაციებს.

სიამოვნებით გავივლიდი კურსს სისხლის სამართლის სპეციალობით.

კმაყოფილი ვარ ევროპული ცენტრის მომსახურებით

კახი როსტომაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესი და მართვა
ევროპული ცენტრი საკმაოდ ჩამოყალიბებული და დახვეწილი სასწავლო ორგანიზაციაა, სადაც ადამიანი იღებს ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას და არა მხოლოდ სერთიფიკატს. ევროპული ცენტრის რეკომენდაციით მე დღეს ვმუშაობ ერთერთი საწარმოს ბუღალტერ-ოპერატორად.

ნინო კიკნაძე

შპს "ბიზნესის მართვის ბიურო"
ევროპული ცენტრი ვთვლი, რომ ამ ეტაპზე საკმაოდ დროულად და სრულად დამეხმარა ახალი საგადასახადო კოდექსის შესწავლაში. მადლობას ვუხდი ამისთვის ცენტრს და ვუსურვებ უდიდეს წარმატებას მომავალში.

ნატალია გვარამაძე – სს საქართველოს ბანკი, იურისტი

ლექციების კურსით ძალიან კმაყოფილი ვარ, საინტერესო სემინარები იყო, გავიღრმავე თეორიული ცოდნა და გავეცანი პრაქტიკულ მიდგომებს ჩვენთვის საინტერესო საკითხებისადმი. ვთვლი, რომ ცენტრში საკმაოდ კარგი პირობებია მომსახურების მისაღებად, კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით, მიღებული  ცოდნა  ნამდვილად წაადგება ჩემს მიმდინარე საქმიანობას.

თინათინ ზარნაძე

შპს "ბიზნესის მართვის ბიურო"
ვთვლი რომ ევროპული ცენტრი, როგორც ორგანიზაცია ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, უფრო მეტი წარმატებისათვის კი საჭიროებს სრულყოფას, რასაც მჯერა, იგი მიაღწევს. მადლობა თანამშრომლობისათვის.

სოფიკო ანსიანი

ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კლინიკა "მედულა"
ევროპულ ცენტრში მე შევიძინე არა მხოლოდ ბუღალტრის პროფესიისათვის აუცილებელი ცოდნა, არამედ მოვახდინე სტუდენტობის პერიოდში მიღებული ცოდნის მოდერნიზება და პრაქტიკასთან მისადაგება, რასაც ჩემი ცხოვრების ყველაზე წარმატებულ ნაბიჯად ვთვლი.

ევროპული ცენტრის რეკომენდაციით ვმუშაობ კლინიკა "მედულა"ში ბუღალტრად.

თეა ზარანდია სს საქართველოს ბანკის იურიდიული დეპარტამენტი - იურისტი

კურსის დასახელება: ბიზნესის კანონმდებლობის სასერტიფიკატო პროგრამა

აღნიშნული კურსის  გავლისას მივიღე როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული ხედვა კონკრეტული საკითხებისადმი. სემინარმა მოიცვა, როგორც უშუალოდ სამოქალაქო სამართალი, ასევე სამოქალაქო პროცესი – ძირითადად სასამართლოს პრაქტიკა და დამოკიდებულება საკითხებისადმი,  ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ კონკრეტული გარემობებიდან გამომდინარე გავეცანით საგადასხადო კოდექს, სამეწარმეო სამართალს, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონს, იძულებითი აუქციონის ჩატარების წესს, კომერციული ბანკების  აქტივების კლასიფიკაციისაა და რეზერვების შექმნის ბრძანებას, საბანკო მომსახურების გაწევის ბრძანებას   და ა.შ.

განვიხილეთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი  სასამართლო გადაწყვეტიელება, მათ შორის დიდი პალატის  გადაწყვეტილებები და გავეცანით აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე არსებულ კომენტარებს. ამასთან, გადმოგვეცა გერმანიის სამოქალაქო კოდექსის ქართული თარგმანის ელექტრონული ვერსია და ლექციის განმავლობაშიც მცირედი შედარებითი ანალიზი გაკეთდა გერმანიის კანონმდებლობაში არსებული ნორმებით კონკრეტული საკითხების რეგულირებაზე.

ვაფასებ  დადებითად. ევროპულმა ცენტრმა გადმომცა კოდექსები, მივიღე სამართლებრივი მასალა, კოდექსები, ასევე ინსტრუქცია/ბრძანებები, იურიდიული ლიტერატურა, სასამართლო გადაწყვეტილებები, სტატიები, დისერტაციები.

სემინარს უძღვებოდა პრაქტიკოსი იურისტი. ლექციები მიმდინარეობდა გეგმიურად,  იგი ითვალისწინებდა აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებს, სიახლეებს  კანონმდებლობაში და შემდგომი სემინარისათვის გვაცნობდა სწორედ ამ საკითხებზე არსებულ მასალას.

 

მომავალში გავივლიდი ტრენინგს საბანკო  სფეროში  

ანაიდა გრიგორიანი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კურსი საბუღალტრო საქმე: ეს კურსი ძალიან რთულია, მაგრამ მონდომებით ვსწავლობ და ევროპული ცენტრი მეხმარება უკეთ შევისწავლო ბუღალტრული აღრიცხვის ურთულესი საკითხები აქ მოღვაწე კადრების წყალობით.

თამთა მამაიაშვილი. სს „საქართველოს ბანკი“. უფროსი იურისტი

კურსის დასახელება: ბიზნეს კანონმდებლობის სასწავლო კურსი

საინტერესო იყო სასწავლო კურსით გათვალისწინებულ საკითხებზე  არსებული პრაქტიკის გაცნობა და ანალიზი. კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ვთვლი რომ საკმარისი ცოდნა მივიღე. მომავალში გავივლიდი კურსს: სასამართლო პრაქტიკა სამოქალაქო სამართალში, გადაწყვეტილებათა თეორიულ–პრაქტიკული ანალიზი და დავის გადაწყვეტის ალტერნატივები.

ლევან ფრანგულაიშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩემი აზრით, დღეისათვის ევროპული ცენტრი წარმატებული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც მართლაც იძლევა ევროპული განათლების მიღების საშუალებას.


created by artmedia