ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

 

ევროპული ცენტრი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს პრაქტიკულ კურსს ადმინისტრაციულ სამართალში. 

ტრეინინგი მოიცავს:

ზოგადი ნაწილი:

1. ადმინისტრაციული პროცესის პრინციპები.
2. განსჯადობა და უწყებრივი ქვემდებარეობა.
3. სახელმწიფო ბაჟი. საპროცესო ხარჯები.
4. მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემა.
5. მხარეები და მესამე პირები ადმინისტრაციულ პროცესში.
6. მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ პროცესში.
7. სარჩელის სახეები ადმინისტრაციულ პროცესში.
8. განმწესრიგებელი სხდომა.
9. გამარტივებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
10. დაჩქარებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
11. სარჩელის ტრანსფორმირება.
12. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება.
13. დროებითი განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების თაობაზე.
14. სასამართლო გადაწყვეტილებები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით.
15. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით.
16. სასამართლო გადაწყვეტილება ქმედების (მოქმედების ან უმოქმედობის) განხორციელების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით.
17. აპელაცია და კასაცია

** სააპელაციო და საკასაციო საჩივრების დასაშვებობა.
** საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში.
** ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების დაუშვებლობა.


განსაკუთრებული ნაწილი:

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება.
2. მეწარმის საქმიანობის შემოწმება.
3. სახელმწიფო სოციალური დაცვა.
4. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები.
5. საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები.
6. შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსება. 

შენიშვნა: ყოველი თემის განხილვა მოხდება ადმინისტრაციული სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის პროცესის თეორიულ-ნორმატიული მასალის, პრაქტიკული მაგალითებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების გამოყენებით.
მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვაში. ჩაერთვებიან სასამართლო პროცესებში, მონაწილეობას მიიღებენ ადმინისტრაციულ დავებში, დაეუფლებიან ადვოკატთა უნარ-ჩვევებს.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე.

სასწავლო გრაფიკი: კვირაშ 2-ჯერ

ტრენინგის ღირებულება: 100 ლარი თვეში 


მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

** პირადობის მოწმობის ასლი; 
** დიპლომი ან სტუდენტის მოწმობის ასლი
** შევსებული განაცხადის ფორმა 
(ფორმის შევსება შესაძლებელია ცენტრის ადმინისტრაციაში ან ჩვენს ვებ-გვერდზე)

 

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!

 


მობრძანდით: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა

დაგვიკავშირდით:  (+995 422) 293 293      (+995 592) 70 00 66

მოგვწერეთ: batumipdcgeo@yahoo.com

 

created by artmedia