სასწავლო კურსები განსაზღვრულია სამართლის სხვადასხვა დარგში სტუდენტ და კურსდამთავრებულ იურისტთათვის. 2008 წლიდან ევროპული ცენტრის მიერ ორგანიზებულ და შეთავაზებულ სასწავლო კურსებზე საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნილება. 2011 წლის სექტემრიდან იურიდიული განათლების ხელშეწყობის მიზნით ევროპული ცენტრი ახორციელებს სპეციალურ კვალიფიკაციის ასამაღლებელ გაცვლით პროგრამებს იტალია, გერმანიასა და საფრანგეთში.
ევროპულ ცენტრში უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით ხორციელდება სტაჟირების სისტემა, რომელიც სტაჟიორების ღია კონკურსის წესით შერჩევას ეფუძნება. უკვე სამი წელია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ფუნქციონირებს სტუდენტების პრაქტიკის მექანიზმი.
გაითვალისწინეთ რომ, აღნიშნული პროფესიული პრაქტიკა სტუდენტებს იურიდიულ კლინიკად ჩაეთვლებათ და უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისი კრედიტები მიენიჭებათ.
ევროპული ცენტრი წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას. ევროპული ცენტრი დაინტერესებულია თითოეული ცენტრის კურსდამთავრებულის კარიერული წინსვლით, ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას წარმატებულებს, ქართული ბიზნესი კი მზად არის დაასაქმოს კონკურენტუნარიანი კადრი.
იხილეთ წარმატებულთა კომენტარები
ევროპულ ცენტრში სამართლის კურსებს უძღვებიან წარმატებული იურისტები, რომელთაც აქვთ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კერძო კომპანიეში მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება.
