ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

 

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო

გამოცდებისათვის მოსამზადებელი  კურსი


კურსის მიზანია მომავალ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მომზადება, რათა მათ შეძლონ აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარება. მოსამზადებელი პროგრამა მოიცავს: სემინარულ მუშაობას, კაზუსების ამოხსნას, ტესტების განხილვასა და ანალიზს. 

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 53-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტის მიხედვით, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს 25 წლის ასაკს მიღწეულ, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს.

სწავლების მეთოდი:


  • სემინარული მუშაობა;
  • კაზუსების ამოხსნა;
  • ტესტების განხილვა და ანალიზი.

 

"ევროპის აკადემიურ ცენტრში"  მსმენელები გაივლიან შემდეგ საგნებს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზაციის მიხედვით:

1. საერთო სამართლის სპეციალიზაცია, მოსამზადებელი საგნები:

ა) კონსტიტუციური სამართალი;
ბ) სისხლის სამართალი; 
გ) სისხლის სამართლის პროცესი; 
დ) სამოქალაქო სამართალი;
ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი; 
ვ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;
ზ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე (118 საათი);

სასწავლო გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ, 2 საათი;

კურსის ღირებულება: 900 ლარი.

 

2. სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია, მოსამზადებელი საგნები:

ა) საკონსტიტუციო სამართალი;
ბ) სამოქალაქო სამართალი;
გ) სამოქალაქო სამართლის პროცესი;
დ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;
ე) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები. 

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე (87 საათი);

სასწავლო გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ, 2 საათი; 

კურსის ღირებულება: 690 ლარი.

 

3. სისხლის სამართლის სპეციალიზაცია, მოსამზადებელი საგნები:

ა) საკონსტიტუციო სამართალი;
ბ) სისხლის სამართალი;
გ) სისხლის სამართლის პროცესი;
დ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;
ე) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე (67 საათი);

სასწავლო გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ, 2 საათი;  

კურსის ღირებულება: 690 ლარი.


ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა: მაქსიმუმ 15 ადამიანი.


გადახდა – ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე – სწავლის მთლიანი ღირებულების 80%-ის გადახდა, ხოლო დარჩენილი 20%-ის კურსის დასრულებამდე.

სწავლა მიმდინარეობს საღამოს საათებში (მსმენელთა სურვილის გათვალისწინებით). 
ტრენინგებს უძღვებიან სამართლის სფეროში აღიარებული, გამოცდილი იურისტები, მათ შორის მოქმედი ადვოკატები. 

მსმენელს საჩუქრად გადაეცემა სამუშაო მასალები

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელს გადაეცემა ,,ევროპის აკადემიური ცენტრის'' სერთიფიკატი


მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!

 

 


მობრძანდით: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა

დაგვიკავშირდით:  (+995 422) 293 293  (+995 592) 70 00 66

მოგვწერეთ: batumipdcgeo@yahoo.com

 

 

 

created by artmedia