ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

 

საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი


"ევროპის აკადემიური ცენტრი" იწვევს კომპანიების ხელმძღვანელებს, დირექტორებს, პროფესიონალ და დამწყებ ბუღალტრებს, საგადასახადო სამსახურების წარმომადგენლებს, ფინანსისტებს, იურისტებს, სხვადასხვა დონის პრაქტიკოს მენეჯერებს, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების მსურველებს და საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით დაინტერესებულ ყველა პირს საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსზე.

გთავაზობთ საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ ორი ტიპის კურსს:   


1. საგადასახადო კოდექსის ინტენსიური კურსი: 


კურსის ხანგრძლივობა: ერთი თვე (16 სთ);

სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ, 2 საათი;

კურსის ღირებულება: 250 ლარი 



2. საგადასახადო კოდექსის ვრცელი კურსი: 

 
კურსის ხანგრძლივობა: ორი თვე (36 საათი);

სასწავლო გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ, 2 საათი;

კურსის ღირებულება: 499 ლარი 

 

მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით, თითოეულ ჩვენს მსმენელს საჩუქრად გადაეცემა ევროპული ცენტრის გამოცემა საგადასახადო კოდექსის წიგნი.

კოდექსის შესწავლა მოხდება პრაქტიკული მაგალითების გარჩევის გზით, კურსის განმავლობაში დეტალურად და ამომწურავად განიხილება საგადასახადო კოდექსში შესული თითოეული ცვლილება ძველი და ახალი კოდექსის შესაბამისი მუხლების შედარების საფუძველზე. განხილული იქნება ამ ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ლექციები მოიცავს კითხვა-პასუხის ფორმატს.


სერტიფიკატის ხარისხი გამოითვლება საშუალო ართითმეტიკულით. 

შეფასების კრიტერიუმი პროცენტული განაკვეთების მიხედვით:

A (ა) - 100%-75% - წარმატებული

B (ბ) - 50%-75% - მოისმინა

99-100 % შედეგის მაჩვენებლებს გადაეცემათ ოქროს სერტიფიკატი.

50%_ მდე  ვერ მიიღებს სერტიფიკატს, შეუძლია გავიდეს განმეორებით ტესტირებაზე. გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი. იმ შემთხვევაში, თუ მსმენელმა ვერ მიიღო სასურველი ქულათა რაოდენობა, შეუძლია გადააბაროს გამოცდა.

 

ევროპული ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კორპორატიული კლიენტების  მომსახურება. ცენტრი კლიენტებს სთავაზობს თანამშრომლების მომზადება და გადამზადებას. 300-ზე მეტმა კომპანიამ გადაწყვიტა ეთანამშრომლა ევროპულ ცენტრთან.


 

მობრძანდით: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა

დაგვიკავშირდით:  (+995 422) 293 293  (+995 592) 70 00 66

მოგვწერეთ: batumipdcgeo@yahoo.com

created by artmedia