ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

 

საბანკო სამართლის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები

 

კურსი განკუთვნილია საბანკო სფეროში და ფინანსურ ინსტიტუტებში (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო კავშირი)  დასაქმებული და დასაქმების მსურველი იურისტებისთვის/ მომავალი იურისტებისთვის/სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ საბანკო მომსახურების სამართლებრივი ასპექტები, მათი  პრაქტიკაში განხორციელების მიმართულებით. 

კურსის მიზანი: მსმენელს პრაქტიკული თვალსაზრისით შეასწავლოს  საბანკო და ფინანსური ინსტიტუტების  საქმიანობის მომწესრიგებელი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნორმები, რეგულაციები, მათი მოთხოვნები, მექანიზმები, თავისებურებები და პრაქტიკაში  განხორციელების  საშუალებები/ხერხები. აღნიშნულის  შედეგად მსმენელი დაეუფლება ცოდნას იმ მიმართულებით, რომელიც აუცილებელია საბანკო მომსახურების სფეროში პრაქტიკული მუშაობისას. საკითხების უკეთ გაცნობიერებას და  შესწავლას ხელს შეუწყობს პრაქტიკული მაგალითების განხილვა და პრაქტიკაში გამოყენებადი დოკუმენტების ნიმუშებზე მუშაობა, რაც ტრენინგის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.


პროგრამის შინაარსი:

  • ბანკების წარმოშობის მოკლე ისტორიული მიმოხილვა;
  • საბანკო საქმიანობის მომწესრიგებელი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნორმები  („სამოქალაქო კოდექსი“, „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონი, კანონი „კომერციული ბანკების საქმინობის შესახებ“ და სხვა );
  • საბანკო მომსახურება, კრედიტი, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
  • ვალდებულების უზრუნველყოფის   საშუალებები - იპოთეკა, საბანკო გარანტია, გირავნობა, თავდებობა;
  • არასაბანკო ფინანსური ინტიტუტები: ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; ბ)არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირი.
  • იურიდიული პირები,  სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნები და მათი მომსახურების თავისებურებანი;
  • რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირები და მათი მომსახურების თავისებურებანი;
  • ანგარიშსწორების ხელშეკრულება, საბანკო ანგარიშის გახსნა, ანაბრის (დეპოზიტის) ხელშეკრულება, ეროვნული ბანკის შესაბამისი ინსტრუქციის განხილვა;
  • საბანკო მომსახურება წარმომადგენლის მეშვეობით;
  • აპოსტილი და ლეგალიზაცია;
  • პირის იდენტიფიცირება;
  • გადახდის ოპერაციები. უცხოური ვალუტით ოპერაციების წარმოების თავისებურებანი, ეროვნული ბანკის შესაბამისი ინსტრუქციის განხილვა;
  • პლასტიკური ბარათი, დისტანციური საბანკო მომსახურება (ინტერნეტბანკი, მუდმივი საგადახდო დავალებები, SMS ბანკი და სხვა).
  • „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები და  ფინანსურ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები.
  • კანონი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“.
  • დისკუსია საბანკო მომსახურების პრაქტიკული პრობლემების შესახებ.

 

კურსის ხანგრძლივობა: თვენახევარი (22 საათი);

სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ, 2 საათი;

კურსის ღირებულება: 400 ლარი.

 

მსმენელს საჩუქრად გადაეცემა სამუშაო მასალები

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელს გადაეცემა ,,ევროპის აკადემიური ცენტრის'' სერთიფიკატი

 

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!

 


მობრძანდით: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა

დაგვიკავშირდით:  (+995 422) 293 293    (+995 592) 70 00 66

მოგვწერეთ: batumipdcgeo@yahoo.com

 

created by artmedia