ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა


შიდა აუდიტორთა მოსამზადებელი კურსი


შიდა აუდიტორთა მოსამზადებელი პროგრამა განკუთვნილია: შიდა აუდიტის, შიდა კონტროლის, რისკების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებისა და მმართველებისათვის, მომავალი შიდა აუდიტორებისთვის,  რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროცესების სრულყოფაში და ეფექტურ ფუნქციონირებაში; სპეციალისტებისთვის, რომლებიც შეიმუშავებენ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიას, ნერგავენ, განავითარებენ და ახორციელებენ შიდა აუდიტს კომპანიაში.

კურსის მიზნებია:

  • გავაცნოთ მსმენელს ორგანიზაციის მართვისა და შიდა კონტროლის სისტემის ზოგადი ასპექტები, რათა შეეძლოს შიდა აუდიტის როლის უკეთ გააზრება;
  • შევუქმნათ თეორიული საფუძველი თაღლითობის აღმოჩენის და პრევენციისთვის;
  • გავაცნოთ თეორიული საკითხები შიდა აუდიტის მთლიანი ციკლის შესახებ, რაც მოიცავს პროცესს აუდიტის გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმების შემუშავებიდან აუდიტის შედეგების მონიტორინგის ჩათვლით.
  • პრაქტიკული მაგალითების განხილვის გზით განვავითაროთ მსმენელში თეორიული მასალის რეალურ საქმიანობაში გადატანის უნარი.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელს: 

  • შეექმნება წარმოდგენა ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემაზე, მის როლსა და მნიშვნელობაზე;
  • შეეძლება რისკების იდენტიფიკაცია, შეფასება და მათ შესამცირებლად საპასუხო ქმედებების განსაზღვრა;
  • ეცოდინება თაღლითობის არსი და მისი გამომწვევი ფაქტორები, ასევე თაღლითობის აღმოჩენისა და პრევენციის გზები;
  • შეექმნება წარმოდგენა შიდა აუდიტის როლსა და მნიშვნელობაზე ორგანიზაციის მართვაში;
  • ეცოდინება შიდა აუდიტის ზოგადი სტანდარტები;
  • შეეძლება შიდა აუდიტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმის შემუშავება;
  • შეეძლება შიდა აუდიტის მთლიანი ციკლის ჩატარება.

კურსის ხანგძლივობა:  5 კვირა (20 საათი);

კურსის ღირებულება: 500 ლარი.

"ევროპის აკადემიური ცენტრში" ლექციებს კითხულობენ მრავალწლიანი გამოცდილების და საუკეთესო სატრენინგო პრაქტიკის მქონე ტრენერი.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელს გადაეცემა ,,ევროპის აკდემიური ცენტრის'' სერთიფიკატი!

 

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!


 

მობრძანდით: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა

დაგვიკავშირდით:  (+995 422) 293 293      (+995 592) 70 00 66

მოგვწერეთ: batumipdcgeo@yahoo.com

created by artmedia