ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

ინგლისური ენის კურსები დიდ ბრიტანეთში

"ევროპული ცენტრი" გთავაზობთ ენის  2 კვირიან  პროგრამას (დიდი ბრიტანეთი -მანჩესტერი, ლონდონი - კურსის არჩევა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს).

სწავლის განმავლობაში ოქსფორდის სერტიფიცირებული პედაგოგები  ჩაატარებენ ინტენსიურ ინგლისური ენის კურსებს. მსმენელები, წამყვანი ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით  გაიღრმავებენ ინგლისური ენის ცოდნას. სწავლება  იწარმოებს ჯგუფებში ენის ფლობის დონის მიხედვით.

ძირითადი სახელმძღვანელოების გარდა, მსმენელებს გადაეცემათ დამატებითი ლიტერატურაც.

კურსის ღირებულება: 1550 ფუნტი

ღირებულებაში შედის : მგზავრობა (ორივე გზა) , საცხოვრებელი, ლექციების ღირებულება,  2-ჯერადი კვება.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 40 წლამდე ახალგაზრდებს. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა „ევროპული ცენტრი“ს ოფისში უნდა გაიაროს ენის დონის განმსაზღვრელი ტესტირება .

 მსურველები მიიღებიან, ნებისმიერი ინგლისური ენის ცოდნის დონით.

დაინტერესებულმა პირებმა  უნდა გამოაგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: youthexchange@pdcgeo.ge ( CV-ის გამოგზავნის დროს მიუთითეთ თემატიკა). ასევე, ევროპული ცენტრი გთავაზობთ მოკლევადიან ტრენინგ-კურსებს: გერმანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, დანია, პოლონეთი და პორტუგალია, იხილეთ 2012-13 წლის კალენდარი:http://www.pdcgeo.ge/index.php?page=37&lang=geo


დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მობრძანდით ჩვენს ოფისებში.


ქ. თბილისი, კოსტავას 67

ტელ:   (+995 32) 2147270, 2332419,

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)

ტელ:   (+995 431) 236060 ,   598 802227 

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა

ტელ:   (+995 422) 293 293 ,  568 74 3737 

მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს:
http://www.pdcgeo.ge

"ევროპულ ცენტრში" სასწავლო კურსების ორგანიზებისთვის ყველა პირობაა შექმნილი: ტრენინგისათვის განკუთვნილი თანამედროვე დარბაზები, საჭირო აღჭურვილობა, მაღალკვალიფიციური ტრენერები, კომფორტული გარემო, მაღალი ხარისხის მომსახურება და კეთილგანწყობა, უფასო Wi-Fi. კლიენტის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია შეკვეთილი კურსების კორპორატიული კლიენტის ცენტრში ორგანიზება.


სიახლეები იხილეთ:
https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi

created by artmedia