ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

თანამედროვე ფინანსების/ფინანსური მენეჯმენტის

ტრენინგ-კურსი

კურსი წარმოადგენს ყველა იმ მნიშვნელოვანი თემის კომბინაციას, რაც აქტუალურია დღევანდელ ფინანსურ სამყაროში.

პროგრამა მოიცვას სამ ძირითად მიმართულებას:

  • თანამედროვე საერთაშორისო ფინანსები;
  • საქართველოს საფინანსო სექტორი (რეფორმები, საუკეთესო გამოცდილება, სასარგებლო შედეგები);
  •  მონაცემების ანალიზი და პროცესების მართვა.               

 სასწავლო მასალა და პრეზენტაციები წარმოდგენილი იქნება სტრუქტურიზებულად, ადვილად გასაგებად და ლოგიკურად. ყველა სასწავლო მასალა და გამოყენებული მონაცემები იქნება უახლესი და თანამედროვე საფინანსო სექტორში (საქართველოსა და მსოფლიოში) არსებული სიტუაციის შესაბამისი.


კურსი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან:

1. თანამედროვე საერთაშორისო ფინანსები: ფინანსური ანგარიშგება, შედეგების მართვა, ფინანსური მენეჯმენტი, კორპორატიული და ბიზნეს კანონმდებლობა, კორპორატიული ფინანსების სხვა ძირითადი საკითხები, პროექტის მართვა და სტრატეგიული დაგეგმვა;

2. საქართველოს საფინანსო სექტორი - რეფორმები საფინანსო სექტორში და არსებული რეალობა: განხორციელებული რეფორმები, ფისკალური პოლიტიკა & ბიუჯეტირება, საგადასახადო დაბეგვრა, მონეტარული პოლიტიკა, საბანკო სექტორი, საჯარო სექტორის ბურალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება და ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორები;

3. მონაცემების ანალიზი და პროცესების მართვა: Microsoft Excel, Stata, Microsoft Visio and Microsoft Project.

პროგრამის ხანგძლივობა: 11 კვირა.
პროგრამის სრული ღირებულება: 1500 ლარი (ღირებულების გადახდა 2 ეტაპად).

ტრეინინგს გაუძღვება სპეციალისტი, რომელსაც აქვს სიღრმისეული ცოდნა ზემოთხსენებულ სფეროებში და პრაქტიკული გამოცდილება, როგორც საჯარო ასევე კერძო სფეროში ფინანსების მრავალი სხვადასხვა მიმართულებით.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიღებენ "ევროპის აკადემიური ცნეტრის" ორენოვან სერტიფიკატებს.

*კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბის თანამედროვე ფინანსების ფუნდამენტური ცოდნა. მონაწილეები მიიღებენ ან/და გაიღრმავებენ ცოდნას რიგ მიმართულებებსა და ურთიერთდაკავშირებულ საკითხებში, როგორიცაა: კორპორაციული ფინანსები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ფინასნური ანალიზი. ამავე დროს, ყველა მონაწილე შეიძენს ახალ უნარ-ჩვევებს მონაცემების დამუშავებისა და პროცესების მართვის თვალსაზრისით.

მონაწილეები მიიღებენ აუცილებელ საბაზისო, ფუნდამენტურ ცოდნას თანამედროვე ფინანსებში, რომლის სამომავლო გაღრმავების შემთხვევაში მათ შეეძლებათ გახდნენ წარმატებული ფინანსური მენეჯერები, ფინანსური ანალიტიკოსები და ფინანსების სფეროში მოქმედი წამყვანი ფიგურები.

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!


 

მობრძანდით: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა

დაგვიკავშირდით:  (+995 422) 293 293      (+995 592) 70 00 66

მოგვწერეთ: batumipdcgeo@yahoo.com

created by artmedia