ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა კომპიუტერული პროგრამები

სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსი

ევროპის აკადემიური ცენტრი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს პრაქტიკულ კურსს სისხლის სამართალში.
აღნიშნული პროფესიული პრაქტიკა სტუდენტებს იურიდიულ კლინიკად ჩაეთვალებათ და უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისი კრედიტები მიენიჭებათ.

"ევროპის აკადემიური ცენტრი" იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს პრაქტიკულ კურსს სისხლის სამართალში. აღნიშნული პროფესიული პრაქტიკა სტუდენტებს იურიდიულ კლინიკად ჩაეთვალებათ და უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისი კრედიტები მიენიჭებათ. კურსი გათვალისწინებულია, როგორც სტუდენტებისათვის, ასევე დიპლომის მქონე ნებისმიერი იურისტისათვის. 

ტრეინინგი მოიცავს:

I ეტაპი

1. ტერმინთა განმარტება (შედარებითი დახასიათება ძველ კოდექსთან მიმართებაში);
2. ბრალდებული, მისი ძირითადი უფლებები, ადვოკატის და ბრალდებულის ურთიერთობა;
3. ადვოკატის/ბრალდებულის საგამოძიებო უფლებამოსილება (საგამოძიებო მოქმედებებისა და მათი ნიუანსებსის განხილვა);
4. სხვა საპროცესო მოქმედებები (ექსპერტიზის საკითხები);
5. დაზარალებული/მოწმე (დაზარლებულის ახლებური სტატუსი, მოწმე და გამოსაკითხი პირი, მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა გამოძიებისას 114-ე საგამონაკლისო მუხლი);
6. შუამდგომლობა/ საჩივარი (ზოგადი დებულებები).

II ეტაპი
1. მტკიცების სტანდარტები (დეტალური ანალიზი);
2. მტკიცებულებები და მტკიცების წესები (დეტალური მიმოხილვა მტკიცებულებების შესახებ, მათი დაუშვებლად ცნობის საკითხები);
3. სისხლის სამართლებრივი დევნა/დაკავება;
4. აღკვეთის ღონისძიებები.

III ეტაპი
1. წინასასამართლო სხდომა;
2. არსებითი განხილვა - მსაჯულთა სასამართლოს მიერ, მსაჯულთა გარეშე;
3. აპელაცია/კასაცია/ახლადგამოვლენილი გარემოებები.

IV ეტაპი
მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვაში. ჩაერთვებიან სასამართლო პროცესებში, მონაწილეობას მიიღებენ ადმინისტრაციულ დავებში, დაეუფლებიან ადვოკატთა უნარ-ჩვევებს.
ტრეინინგი მოიცავს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, მასში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების განხილვას. ასევე, მსმენელები გაეცნობიან თუ როგორ იყენებს და ნერგავს დღევანდელი სასამართლო სისტემა ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს; გაეცნობიან ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განხილულ საქმეებს.

*შესაძლებელია ამ თემების თანმიმდევრობა დაირღვეს იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკულად იქნება კონკრეტული თემის განხილვა. (მაგ.: სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების პროცესზე დასწრება). ტრენინგები მოიცავს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების პრაქტიკულ განხილვას ადვოკატთან ერთად.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე;

სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ;

ტრენინგის ღირებულება: 100 ლარი თვეში.


მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!

 

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ფლობს ISO სერტიფიკატს ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.
 
"ევროპის აკადემიური ცენტრი" წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას.  უკვე ხუთი წელია ევროპული ცენტრის ხელშეწყობით უამრავმა დამყებმა ბუღალტერმა შეიქმნა პროფესიული კარიერა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67 
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334700 
ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის I სართული) 
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227 
ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა 
ტელ: (+995 422) 293 293, 592 700066
ელ-ფოსტა:
 info@pdcgeo.ge
created by artmedia