ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა კომპიუტერული პროგრამები

სამოქალაქო სამართლის პრაქტიკული კურსი

"ეცროპის აკადემიური ცენტრი" იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს პრაქტიკულ კურსს სამოქალაქო სამართალში. აღნიშნული პროფესიული პრაქტიკა სტუდენტებს იურიდიულ კლინიკად ჩაეთვალებათ და უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისი კრედიტები მიენიჭებათ.

წარმატებული კურსდამთავრებულები დამატებით სტაჟირებას გაივლიან ქ. თბილისის მერიის იურიდიულ სამსახურში. 

პრაქტიკული კურსი მოიცავს:

  • შესავალი დებულებები სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში.
  • ძირითადი პრინციპები, უწყებრივი ქვემდებარეობა, განსჯადობა;
  • სასამართლოს შემადგენლობა. აცილება, პროცესის ხარჯები, საპროცესო ვადები;
  • სასამართლო შეტყობინება და დაბარება, მხარეები, მესამე პირები, წარმომადგენლობა სასამართლოში;
  • სასამართლო მტკიცებულებები - სახეები, შეგროვება და შეფასება, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა.

საქმეთა წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში:

  • საქმის აღძვრა, სარჩელის შინაარსი;
  • სარჩელის მიღება, სარჩელის მიღებაზე უარის თქმა, ხარვეზის დადგენა;
  • შეგებებული სარჩელი, სარჩელის უზრუნველყოფა;
  • საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად;
  • სასამართლოს მთავარი სხდომა;
  • სასამართლო განჩინება, სასამართლო გადაწყვეტილება, დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
  • სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება;
  • საქმის წარმოების შეჩერება, საქმის წარმოების დამთავრება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე;
  • სასამართლო ოქმი;
  • გამარტივებული წარმოება;
  • უდავო წარმოება;
  • საქმეთა წარმოება სააპელაციო სასამართლოში;
  • აპელაციის დასაშვებობა;
  • სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება;
  • საქმეთა წარმოება საკასაციო სასამართლოში;
  • კასაციის დასაშვებობა;
  • საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში;
  • საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება;
  • კერძო საჩივარი;
  • საქმის წარმოების განახლება.

შენიშვნა: ყოველი თემის განხილვა მოხდება სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის პროცესის თეორიულ-ნორმატიული მასალის, პრაქტიკული მაგალითებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების გამოყენებით.

*მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვაში. ჩაერთვებიან სასამართლო პროცესებში, მონაწილეობას მიიღებენ ადმინისტრაციულ დავებში, დაეუფლებიან ადვოკატთა უნარ-ჩვევებს. ყოველი თემის განხილვა მოხდება სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის პროცესის თეორიულ-ნორმატიული მასალის, პრაქტიკული მაგალითებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების გამოყენებით.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე;

სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ;

ტრენინგის ღირებულება: 100 ლარი თვეში.

 

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!

 

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ფლობს ISO სერტიფიკატს ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.
 
"ევროპის აკადემიური ცენტრი" წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას.  უკვე ხუთი წელია ევროპული ცენტრის ხელშეწყობით უამრავმა დამყებმა ბუღალტერმა შეიქმნა პროფესიული კარიერა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67 
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334700 
ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის I სართული) 
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227 
ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა 
ტელ: (+995 422) 293 293, 592 700066
ელ-ფოსტა:
 info@pdcgeo.ge
created by artmedia