ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა კომპიუტერული პროგრამები

ორდღიანი ტრენინგ-კონფერენცია საგადასახადო კანონმდებლობაში 2017 - მიმდინარეობს რეგისტრაცია

"ევროპის აკადემიური ცენტრი'' გიწვევთ რიგით მე-9 ტრენინგ-კონფერენციაზე საგადასახადო კანონმდებლობაში. კონფერენცია ტარდება ყოველწლიურად და მასში იღებს მონაწილეობას 100-მდე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი, მენეჯერი, აუდიტორი, ფინანსისტი, ბუღალტერი თუ დაბეგვრით დაინტერესებული პირი.
კონფერენციის ჩატარების დღეები: 21-22 იანვარი.
ტრენინგ-კონფერენციის თემა: 2017 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში შემავალი ყოველი ცვლილება.

სამუშაო ენა: ქართული;
Dress code: ოფიციალური;
ტრენინგ-კონფერენციის ხანგრძლივობა: 10 საათი.
ჩატარდება: 12:00-დან 17:00-მდე.

ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას N67 (II სართული), საკონფერენციო დარბაზი.

ტრენინგ - კონფერენციას წაუძღვება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მრჩეველთა დეპარტამენტის საგადასახადო მრჩეველი საგადასახადო საკითხებში, ქ-ნი ნინო მაისურაძე.

კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 160 ლარს.

მონაწილეობის საფასური ფარავს, ტრენინგის, სსკ კოდექსის, სერტიფიკატის, საკონფერენციო დარბაზის, ყავა-ჩაის შესვენების და სხვა მასალების ხარჯებს, ასევე საბანკეტო ღონისძიების (ალა ფურშეტის) ღირებულებას.
მონაწილეებს სერთიფიკატები და საჩუქრები გადაეცემათ საზეიმო ვითარებაში. 
რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 იანვარი.
რეგისტრაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995) 557 933 216
ტელ: (+995) 571 006 941
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge

created by artmedia