ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა კომპიუტერული პროგრამები

  საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი

"ევროპის აკადემიური ცენტრი" იწვევს კომპანიების ხელმძღვანელებს, დირექტორებს, პროფესიონალ და დამწყებ ბუღალტრებს, საგადასახადო სამსახურების წარმომადგენლებს, ფინანსისტებს, იურისტებს, სხვადასხვა დონის პრაქტიკოს მენეჯერებს, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების მსურველებს და საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით დაინტერესებულ ყველა პირს საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსზე.

გთავაზობთ საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ ორი ტიპის კურსს:  

1. საგადასახადო კოდექსის ინტენსიური კურსი:
კურსის ხანგრძლივობა: ერთი თვე (
16 სთ);

სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ, 2 საათი;

კურსის ღირებულება: 250 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

2. საგადასახადო კოდექსის ვრცელი კურსი:
კურსის ხანგრძლივობა: ორი თვე (
36 საათი);

სასწავლო გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ, 2 საათი;
კურსის ღირებულება: 
499 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).


კურსს უძღვება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მრჩეველთა დეპარტამენტის საგადასახადო მრჩეველი ქ-ნი ნინო მაისურაძე.

მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით, თითოეულ ჩვენს მსმენელს საჩუქრად გადაეცემა ევროპული ცენტრის გამოცემა საგადასახადო კოდექსის წიგნი.

კოდექსის შესწავლა მოხდება პრაქტიკული მაგალითების გარჩევის გზით, კურსის განმავლობაში დეტალურად და ამომწურავად განიხილება საგადასახადო კოდექსში შესული თითოეული ცვლილება ძველი და ახალი კოდექსის შესაბამისი მუხლების შედარების საფუძველზე. განხილული იქნება ამ ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ლექციები მოიცავს კითხვა-პასუხის ფორმატს.

სერტიფიკატის ხარისხი გამოითვლება საშუალო ართითმეტიკულით. 

შეფასების კრიტერიუმი პროცენტული განაკვეთების მიხედვით:

A (ა) - 100%-75% - წარმატებული
B (ბ) - 50%-75% - მოისმინა

99-100 % შედეგის მაჩვენებლებს გადაეცემათ ოქროს სერტიფიკატი.
50%_ მდე  ვერ მიიღებს სერტიფიკატს, შეუძლია გავიდეს განმეორებით ტესტირებაზე. 
გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი. იმ შემთხვევაში, თუ მსმენელმა ვერ მიიღო სასურველი ქულათა რაოდენობა, შეუძლია გადააბაროს გამოცდა.

ევროპული ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კორპორატიული კლიენტების  მომსახურება. ცენტრი კლიენტებს სთავაზობს თანამშრომლების მომზადება და გადამზადებას. 300-ზე მეტმა კომპანიამ გადაწყვიტა ეთანამშრომლა ევროპულ ცენტრთან.

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!

                                                   

 

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ფლობს ISO სერტიფიკატს ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.
"ევროპის აკადემიური ცენტრი" წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას.  უკვე ხუთი წელია ევროპული ცენტრის ხელშეწყობით უამრავმა დამყებმა ბუღალტერმა შეიქმნა პროფესიული კარიერა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67 
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334700 
ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის I სართული) 
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227 
ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა 
ტელ: (+995 422) 293 293, 592 700066
ელ-ფოსტა:
 info@pdcgeo.ge
created by artmedia