ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა კომპიუტერული პროგრამები

ზოგადი აუდიტის სასერტიფიკატო კურსი

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ქ.  თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გთავაზობთ ფინანსური და საგადასახადო  აუდიტორთა მოსამზადებელ (ზოგადი აუდიტის კურსს) საკვალიფიკაციო  პროგრამას.

პროგრამა განკუთვნილია   საბუღალტრო-საგადასახადო აუდიტის  ჩატარების ტექნიკის, დაგეგმვისა და დასრულების პრაქტიკული შესწავლით, ასევე ბიზნეს კერძო სამართლის, საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებული პირებისათვის.

"ევროპის აკადემიური ცენტრი" საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც პირველმა შეიმუშავა - ზოგადი აუდიტის სპეციალური პროგრამა, რომლის გავლის შემდგომ თქვენ შეძლებთ როგორც  საგადასახადო, ასევე ფინანსური აუდიტის პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლებას.

ზოგადი აუდიტის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში შეისწავლება 4 საგანი:

  • ბიზნესის/საკონტრაქტო სამართალი; 
  •  საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  •  ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის პრაქტიკული კურსი;
  •  აუდიტის ჩატარების პროცედურები / პრაქტიკული აუდიტი.

კურსის ხანგრძივობა: 3 თვე (88 სთ);

კურსის ღირებულება: 1300 ლარი (დღგ-ს ჩათვლით). გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.

ევროპის აკადემიური ცენტრის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატისერტიფიკატის ხარისხი გამოითვლება საშუალო ართითმეტიკულით.

შეფასების კრიტერიუმი პროცენტული განაკვეთების მიხედვით:

A (ა) - 98%-75% - წარმატებული
B (ბ) - 50%-75% - მოისმინა
99-100% შედეგის მაჩვენებლებს გადაეცემათ ოქროს სერთიფიკატი.

50%-მდე  ვერ მიიღებს სერტიფიკატს, შეუძლია გავიდეს განმეორებით ტესტირებაზე. გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი. იმ შემთხვევაში, თუ მსმენელმა ვერ მიიღო სასურველი ქულათა რაოდენობა, შეუძლია გადააბაროს გამოცდა.

 

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ფლობს ISO სერტიფიკატს ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.
"ევროპის აკადემიური ცენტრი" წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას.  უკვე ხუთი წელია ევროპული ცენტრის ხელშეწყობით უამრავმა დამყებმა ბუღალტერმა შეიქმნა პროფესიული კარიერა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67 
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700 
ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის I სართული) 
ტელ: (+995 431) 236 060, 598 802 227 
ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა 
ტელ: (+995 422) 293 293, 592 700 066
ელ-ფოსტა:
 info@pdcgeo.ge
created by artmedia