ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა კომპიუტერული პროგრამები

მარკეტინგის ზოგადი კურსი  

სასწავლო კურსის მიზანია დაინტერესებული პირები გაეცნონ და შეისწავლონ ორგანიზაციაში მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ტექნიკა, აგრეთვე კვლევის განხორციელების მეთოდოლოგია, მიზნობრივი ბაზრის შერჩევისა და ბაზარზე პოზიციონირების მეთოდოლოგიები.

სწავლების მეთდი:

  • თეორია+პრაქტიკა;
  • ქეისების განხილვა;
  • როლური/სიმულაციური თამაშები.

სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • მარკეტინგის როლი ორგანიზაციაში;
  • ბაზრის დაპყრობაზე ორიენტირებული სტრატეგიული დაგეგმვა;
  • მარკეტინგული ინფორმაციის მართვა და საბაზრო მოთხოვნის შეფასება;
  • სამომხმარებლო ბაზრების ანალიზი და მომხმარებელთა ქცევა;
  • დარგის და კონკურენტების ანალიზი;
  • ბაზრის სეგმენტაცია და მიზნობრივი ბაზრის არჩევა;
  • პროდუქტი, მომსახურება და ბრენდის სტრატეგია;
  • ფასწარმოქმნის პოლიტიკა;
  • სასაქონლო პოლიტიკის შემუშავება.

კურსის გავლის შედეგად მსმენელებს ეცოდინებათ:

  • კომპანიის მთლიანი სტრატეგიული გეგმისა და მისი შემადგენელი მარკეტინგული გეგმის შემუშავება;
  • მარკეტინგული კვლევის განხორციელება;
  • ბაზრის სეგმენტაცია;
  • მიზნობრივი ბაზრის შერჩევა და პოზიციონირება.

კურსის ხანგძლივობა: 16 საათი;

კურსის ღირებულება: 250 ლარი.

 

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ "ევროპის აკადემიური ცნეტრის" ორენოვან სერტიფიკატებს.

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ფლობს ISO სერტიფიკატს ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.
"ევროპის აკადემიური ცენტრი" წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას.  უკვე ხუთი წელია ევროპული ცენტრის ხელშეწყობით უამრავმა დამყებმა ბუღალტერმა შეიქმნა პროფესიული კარიერა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67 
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700 
ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის I სართული) 
ტელ: (+995 431) 236 060, 598 802 227 
ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა 
ტელ: (+995 422) 293 293, 592 700 066
ელ-ფოსტა:
 info@pdcgeo.ge
created by artmedia