ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა კომპიუტერული პროგრამები

სერვის + და ეფექტური კომუნიკაცია

ევროპის აკადემიური ცენტრი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გთავაზობთ კომბინირებულ კურსს  "სერვის+ და ეფექტური კუმუნიკაცია”.


თანამედროვე ბიზნესში სულ უფრო აქტუალური ხდება მყიდველთან ხანგრძლივი და ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობების დამყარება, შესაბამისად ეს საჭიროებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს „სერვის +“ -ის  და გაყიდვების სფეროში.
 
კურსის მიზანი და ამოცანები: კურსის მიზანია, სერვისის სფეროში მომუშავე პერსონალს დაეხმაროს ეფექტური  მომსახურების და გაყიდვების პროცესის მართვაში. ეფექტურად და სწორად მომსახურების სტანდარტების სწავლებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაში. 
 
მიზნობრივი  ჯგუფი: კურსი განკუთვნილია კომპანიის სერვისის და გაყიდვების სფეროში მომუშავე პერსონალისათვის, გაყიდვების მენეჯერებისა და გაყიდვების სპეციალისტებისათვის.
 
ტრენინგის მეთოდოლოგია: ტრენინგ მეთოდოლოგია დაფუძნებულია არაფორმალური განათლების სხვადასხვა ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ტრენინგ-სემინარების ჩატარებისას.

სწავლების მეთოდი:

  • მინი-ლექციები;
  • ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობები;
  • პრეზენტაციები;
  • სიმულაციური თამაშები/მაგალითებზე მსჯელობა (CASE STUDY);
  • ჯგუფური დისკუსიები;
  • თვითშეგონების და თვითმოტივაციის სავარჯიშოები;
  • შეფასებები, პრეტესტები და პოსტ-ტესტები.

კურსის თემატიკა :

  • კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი  „ადამიანებთან ურთიერთობის და ზემოქმედების ექსპერტი“;
  • პროდუქტი / მომსახურება;
  • კლიენტები;
  • მომხმარებელთა ტიპები;
  • არსებულ კლიენტურასთან ურთიერთობა;
  • რთულ, უკმაყოფილო კლიენტებთან ურთიერთობის ტექნიკები, კლიენტის წინააღმდეგობის ფორმები და  გადალახვის ხერხები;
  •  ქრონიკულად მომჩივან კლიენტებთან ურთიერთობის ტექნიკა;
  • მომსახურების სტანდარტები და მომსახურების პროცესის მართვა;
  • სატელოფონო კომუნიკაციის სტანდატრები;
  • ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების ხელოვნება;
  • პროფესიული წარმატებისათვის აუცილებელი სპეციფიური უნარ-ჩვევები.
  • კომუნიკაციის პროცესის ეფექტურად წარმართვის მოდელები;
  • მესიჯის სწორი ფორმულირება და მიწოდება;
  • უკუკავშირი და მისი ტიპები;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაცია და მისი მეთოდები;
  • ბარიერები კომუნიკაციის პროცესში;
  • პირადი,უშუალო კონტაქტი და სატელეფონო კონტაქტი;
  • კონფლიქტის ბუნება და დინამიკა;
  • კონფლიქტში ქცევითი სტრატეგიები;
  • კონლიქტის დარეგულირების გზები და ტრანსფორმაცია;
  • მოლაპარაკების სტრუქტურა,ფუნქციები,სასაუბრო სტილი;
  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ტექნიკები.

კურსის  ხანგრძლივობა: 2 დღე, ჯამში 6 საათი;

ტრენინგის ღირებულება: 60 ლარი.

*კორპორატიული კლიენტებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ "ევროპის აკადემიური ცნეტრის" ორენოვან სერტიფიკატებს.

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ფლობს ISO სერტიფიკატს ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.
"ევროპის აკადემიური ცენტრი" წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას.  უკვე ხუთი წელია ევროპული ცენტრის ხელშეწყობით უამრავმა დამყებმა ბუღალტერმა შეიქმნა პროფესიული კარიერა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67 
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700 
ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის I სართული) 
ტელ: (+995 431) 236 060, 598 802 227 
ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა 
ტელ: (+995 422) 293 293, 592 700 066
ელ-ფოსტა:
 info@pdcgeo.ge
created by artmedia