ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა კომპიუტერული პროგრამები

საბანკო სამართლის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები 

კურსი განკუთვნილია საბანკო სფეროში და ფინანსურ ინსტიტუტებში (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო კავშირი)  დასაქმებული და დასაქმების მსურველი იურისტებისთვის/ მომავალი იურისტებისთვის/სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ საბანკო მომსახურების სამართლებრივი ასპექტები, მათი  პრაქტიკაში განხორციელების მიმართულებით. 

კურსის მიზანი: მსმენელს პრაქტიკული თვალსაზრისით შეასწავლოს  საბანკო და ფინანსური ინსტიტუტების  საქმიანობის მომწესრიგებელი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნორმები, რეგულაციები, მათი მოთხოვნები, მექანიზმები, თავისებურებები და პრაქტიკაში  განხორციელების  საშუალებები/ხერხები. აღნიშნულის  შედეგად მსმენელი დაეუფლება ცოდნას იმ მიმართულებით, რომელიც აუცილებელია საბანკო მომსახურების სფეროში პრაქტიკული მუშაობისას. საკითხების უკეთ გაცნობიერებას და  შესწავლას ხელს შეუწყობს პრაქტიკული მაგალითების განხილვა და პრაქტიკაში გამოყენებადი დოკუმენტების ნიმუშებზე მუშაობა, რაც ტრენინგის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.


პროგრამის შინაარსი:

  • ბანკების წარმოშობის მოკლე ისტორიული მიმოხილვა;
  • საბანკო საქმიანობის მომწესრიგებელი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნორმები  („სამოქალაქო კოდექსი“, „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონი, კანონი „კომერციული ბანკების საქმინობის შესახებ“ და სხვა );
  • საბანკო მომსახურება, კრედიტი, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
  • ვალდებულების უზრუნველყოფის   საშუალებები - იპოთეკა, საბანკო გარანტია, გირავნობა, თავდებობა;
  • არასაბანკო ფინანსური ინტიტუტები: ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; ბ)არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირი.
  • იურიდიული პირები,  სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნები და მათი მომსახურების თავისებურებანი;
  • რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირები და მათი მომსახურების თავისებურებანი;
  • ანგარიშსწორების ხელშეკრულება, საბანკო ანგარიშის გახსნა, ანაბრის (დეპოზიტის) ხელშეკრულება, ეროვნული ბანკის შესაბამისი ინსტრუქციის განხილვა;
  • საბანკო მომსახურება წარმომადგენლის მეშვეობით;
  • აპოსტილი და ლეგალიზაცია;
  • პირის იდენტიფიცირება;
  • გადახდის ოპერაციები. უცხოური ვალუტით ოპერაციების წარმოების თავისებურებანი, ეროვნული ბანკის შესაბამისი ინსტრუქციის განხილვა;
  • პლასტიკური ბარათი, დისტანციური საბანკო მომსახურება (ინტერნეტბანკი, მუდმივი საგადახდო დავალებები, SMS ბანკი და სხვა).
  • „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესახებ“ კანონის მოთხოვნები და  ფინანსურ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები.
  • კანონი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“.
  • დისკუსია საბანკო მომსახურების პრაქტიკული პრობლემების შესახებ.

 

კურსის ხანგრძლივობა: თვენახევარი (22 საათი);

სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ, 2 საათი;

კურსის ღირებულება: 400 ლარი.

კურსის დასრულების შემდეგ, ჩატარდება ფინალური ტესტირება, რომლის საფუძველზეც გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" ორენოვანი სერტიფიკატი.
მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!

კურსის დასრულების შემდეგ, ჩატარდება ფინალური ტესტირება, რომლის საფუძველზეც გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" ორენოვანი სერტიფიკატი.

 

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!

 

 

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ფლობს ISO სერტიფიკატს ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.
"ევროპის აკადემიური ცენტრი" წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას.  უკვე ხუთი წელია ევროპული ცენტრის ხელშეწყობით უამრავმა დამყებმა ბუღალტერმა შეიქმნა პროფესიული კარიერა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67 
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700 
ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის I სართული) 
ტელ: (+995 431) 236 060, 598 802 227 
ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა 
ტელ: (+995 422) 293 293, 592 700 066
ელ-ფოსტა:
 info@pdcgeo.ge
created by artmedia