ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა კომპიუტერული პროგრამები

ჟურნალისტიკის შემსწავლელი კურსი

1483download.jpg 

  გსურთ მუშაობა პრესაში, საინფორმაციო სააგენტოები, ტელევიზიასა და რადიოში?

შემოთავაზებული კურსით, ევროპულ ცენტრში თქვენ შეიძენთ იდეალურ პრაქტიკულ ცოდნას, რათა ჟურნალისტურ ამოცანებს თავი წარმატებით გაართვათ.

მრავალფეროვანი და მიზანმიმართული სასწავლო გეგმა - თქვენ შეისწავლით
ჟურნალისტიკის ”ნოუ ჰაუს" ქართული ჟურნალისტიკის მაგალითზე. ეს კი თქვენთვის
საუკეთესო წინაპირობაა, რათა წარმატებით დასაქმდეთ მედიაში, სადაც კვალიფიციურ
კადრებზე მზარდი მოთხოვნილება არსებობს.

პრაქტიკაზე ორიენტირება - პრაქტიკული ცოდნით თქვენ უკეთ ისწავლით რა და როგორ გააკეთოთ,შედეგად კი თქვენ ადვილად მიაღწევთ დასახულ მიზანს.

პრესისა და ტელევიზიის ყოველდღიურ ცხოვრებასთან შეხება - კურსის განმავლობაში თქვენ უშუალოდ ჩაერთვებით პრესისა და ტელევიზიის რედაქციის მუშაობაში. ჩაწერთ ინტერვიუს, მოიძიებთ თემას, მონაწილეობას მიიღებთ სარედაქციო  საქმის ორგანიზებასა და მართვაში, დაგეგმვის პროცესში. გექნებათ შესაძლებლობა მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოიყენოთ იქ, სადაც ეს სჭირდებათ.

სასწავლო კურსი თორმეტი სამუშაო კვირისგან შედგება.

სრული სამთვიანი კურსის ღირებულებაა: 550 ლარი

ბოლო ოთხი კვირა მსმენელები ოფიციალურად სტაჟირებას გაივლიან ევროპის აკადემიური ცენტრის პარტნიორ რადიო, ტელევიზიებსა და ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში, რის შემდეგაც მათ გადაეცემათ ჩვენი და  ჩვენი პარტიორი მედიაორგანიზაციის მიერ ერთობლივი სერთიფიკატი.

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!

created by artmedia