ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა კომპიუტერული პროგრამები

შიდა აუდიტორთა მოსამზადებელი კურსი

შიდა აუდიტორთა მოსამზადებელი პროგრამა განკუთვნილია: შიდა აუდიტის, შიდა კონტროლის, რისკების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებისა და მმართველებისათვის, მომავალი შიდა აუდიტორებისთვის,  რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროცესების სრულყოფაში და ეფექტურ ფუნქციონირებაში; სპეციალისტებისთვის, რომლებიც შეიმუშავებენ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიას, ნერგავენ, განავითარებენ და ახორციელებენ შიდა აუდიტს კომპანიაში.

კურსის მიზნებია:

  • გავაცნოთ მსმენელს ორგანიზაციის მართვისა და შიდა კონტროლის სისტემის ზოგადი ასპექტები, რათა შეეძლოს შიდა აუდიტის როლის უკეთ გააზრება;
  • შევუქმნათ თეორიული საფუძველი თაღლითობის აღმოჩენის და პრევენციისთვის;
  • გავაცნოთ თეორიული საკითხები შიდა აუდიტის მთლიანი ციკლის შესახებ, რაც მოიცავს პროცესს აუდიტის გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმების შემუშავებიდან აუდიტის შედეგების მონიტორინგის ჩათვლით.
  • პრაქტიკული მაგალითების განხილვის გზით განვავითაროთ მსმენელში თეორიული მასალის რეალურ საქმიანობაში გადატანის უნარი.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელს: 

  • შეექმნება წარმოდგენა ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემაზე, მის როლსა და მნიშვნელობაზე;
  • შეეძლება რისკების იდენტიფიკაცია, შეფასება და მათ შესამცირებლად საპასუხო ქმედებების განსაზღვრა;
  • ეცოდინება თაღლითობის არსი და მისი გამომწვევი ფაქტორები, ასევე თაღლითობის აღმოჩენისა და პრევენციის გზები;
  • შეექმნება წარმოდგენა შიდა აუდიტის როლსა და მნიშვნელობაზე ორგანიზაციის მართვაში;
  • ეცოდინება შიდა აუდიტის ზოგადი სტანდარტები;
  • შეეძლება შიდა აუდიტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმის შემუშავება;
  • შეეძლება შიდა აუდიტის მთლიანი ციკლის ჩატარება.

კურსის ხანგძლივობა:  5 კვირა (20 საათი);

კურსის ღირებულება: 500 ლარი.


"ევროპის აკადემიური ცენტრში" ლექციებს კითხულობენ მრავალწლიანი გამოცდილების და საუკეთესო სატრენინგო პრაქტიკის მქონე ტრენერი.

კურსის დასრულების შემდეგ, ცოდნის შეფასება მოხდება ტესტირების გზით. მიღებული შედეგების მიხედვით გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" ორენოვანი სერტიფიკატი.

*ევროპის აკადემიური ცენტრის მიერ გადამზადდა კადრები: თბილისის მერიის აუდიტის სამსახურში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და დაქვემდებარებული სსიპ_ბში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გამგეობები და მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შემოსავლების სამსახური და სხვა. შემოგვიერთდით!

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ფლობს ISO სერტიფიკატს ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.
"ევროპის აკადემიური ცენტრი" წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას.  უკვე ხუთი წელია ევროპული ცენტრის ხელშეწყობით უამრავმა დამყებმა ბუღალტერმა შეიქმნა პროფესიული კარიერა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67 
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700 
ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის I სართული) 
ტელ: (+995 431) 236 060, 598 802 227 
ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა 
ტელ: (+995 422) 293 293, 592 700 066
ელ-ფოსტა:
 info@pdcgeo.ge
created by artmedia