ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა კომპიუტერული პროგრამები

გაეროს მოდელირება ბრიუსელსა და მაასტრიხტში

ევროპული ცენტრი იწვევს დანტერესებულ ახალგაზრდებს პროექტში: „გაერთიანებული ერების მოდელირება“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება ბელგიის ქალაქ ბრიუსელსა და ჰოლანდიის ქალაქ მაასტრიხტში, 

გაერთიანებული ერების მოდელირების ტრეინინგ-პროგრამა  საუკეთესო საშუალებაა როგორც პოლიტიკისა და საერთაშრისო ურთიერთობების, ისე სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, უკეთ გაეცნონ გაერთიანებული ერების მუშაობის სპეციფიკას, წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ქვეყანა, მიიღონ ცოდნა და  პრაქტიკული გამოცდილება საჯარო გამოსვლებში, დებატებსა და სხვა სიტუაციურ თამაშებში მონაწილეობით, შეიძინონ ახალი მეგობრები მთელი მსოფლიოდან და მოიპოვონ საერთაშორისო სერთიფიკატი. პროგრამის მონაწილეებს ასევე ექნებათ საშუალება ეწვიონ ევროპარლამენტს, ნატოს შტაბ-ბინასა და გაეროს ოფისს ქ. ბრიუსელში.

პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 800 ევროს.

ღირებულებაში შედის:

-         საცხოვრებლის ხარჯები

-         დილის საუზმე

-         წინა მოსამზადებელი პროგრაა, რომელიც ჩატარდება ბერლინსა და ბრიუსელში (მონაწილე თავად ირჩევს, რომელ ქვეყანაში გაივლის წინა მოსამზადებელ კურსს)

-         პროგრამაში მონაწილეობა ქ. მაასრიხტში

-         მონაწილეობა ყველა ღონისძიებაში (ფორმალური და არაფორმალური)

-         საერთაშორისო სერთიფიკატი

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  სხვადახვა ფაკულტეტის სტუდენტებს 18 წლის ასაკიდან, ასევე სხვა დაინტერესებულ ახალგაზრდებს. რომლებიც საკომუნიკაციო დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას. 

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV  შემდეგ მისამართზე: exchangeprograms@pdcgeo.ge (სათაურის ზოლში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და UN Maastricht)

დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია ევროპული ცენტრის სათაო  ოფისში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ევროპული ცენტრი

ქ. თბილისი, კოსტავას 67

ტელ: 568 701177; 2 14 72 70

ელ–ფოსტა: exchangeprograms@pdcgeo.ge

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ–გვერდს: http://www.pdcgeo.ge
სიახლეები იხილეთ:  https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi

created by artmedia