ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

ევროპარლამენტის მოდელირება 2018

ქუთაისის  ევროპარლამენტის მოდელირება 2018

"ევროპარლამენის მოდელირება" - ეს არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს სამი დღის განმავლობაში ჩაერთონ საკომიტეტო სამუშაოებში, სადაც გაეცნობიან ევროპარლამენტის მუშაობის პრინციპებს და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში.

პროექტის დასასრულს თითოეული კომიტეტი გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს სარეზოლუციო პროექტს, რომელიც განსახილველად გადაეგზავნება ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ლიდერები აქტიურად არიან ჩართულნი მსგავსი სახის საერთაშორისო პროექტებში, რაც მათ საშუალებას აძლევს:
• გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები
• გაიღრმავონ ლიდერული თვისებები
• ახლოს გაიცნონ გაეროს მუშაობის პრინციპები
• მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება
• გაიცნონ და დაუახლოვდნენ თანატოლებს მთელი მსოფლიოდან

ევროპარლამენტის მოდელირება აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდეს და აძლევს მათ შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკისა და უფლებამოსილების შესახებ. პროექტის მსვლელობისას დელეგატები გადანაწილდებიან სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში 28+1 ფორმატით და განიხილავენ სხვა და სხვა აქტუალურ თემებს რაც დღეს მსოფლიოში დგას დღის წესრიგში.

თარიღი: 16-18 თებერვალი
ასაკი: 15-25
სამუშაო ენა: ქართული
Dress Code: ოფიციალური

პროექტში მონაწილეობის საფასური : 50 ლარი 


მონაწილეობის საფასური ფარავს მთელი პროექტის განმავლობაში საკანცელარიო ნივთების, კვების, ორენოვანი სერტიფიკატისა და ყველა სხვა საჭირო ღონისძიებებისა თუ აქტივობების საფასურს. პროექტში შერჩევის შემდეგ არ–მონაწილეობის შემთხვევაში ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება!

ევროპარლამენტის მოდელირებაზე გამოვლინდება 12 საუკეთესო დელეგატი თითოეული კომიტეტდან, რომლებიც მიიღებენ სხვა და სხვას სახის პრიზებს ჩვენი სპონსორებისგან.

ევროპარლამენტის მოდელირების საუკეთესო დელეგატი „ევროპარლამენტარი“ გაემგზავრება ბრიუსელში ევროპარლამენტში და სხვა ევროპის უმაღლეს ორგანოებში სასწავლო საგანმანათლებლო ვიზიტით  !

ევროპარლამენტის მოდელირების საუკეთესო პარტიას- საუკეთესო პროექტის წარდგენისთვის გადაეცემა გრანტი 1000 ლარი.

სამახსოვრო პრიზებს საუკეთესო დელეგატებს გადასცემენ მსოფლიოში აღიარებული ცნობილი პიროვნებები !!


ევროპარლამენტის შერჩეულო დელეგატებო!
სასურველ კომიტეტში მოსახვედრად გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბულზე და რაც შეიძლება სწრაფად, მოგვაწოდოთ ინფორმაცია <3
ევროპული ცენტრი გისურვებთ წარმატებებს...<3
ქუთაისის ევროპის აკადემიური ცენტრი

ტელ.: 0431 23 60 60; 598 80 22 27

created by artmedia