ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

10-11 მარტის საგადასახადო კანონმდებლობის კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო

 

 ევროპის აკადემიური ცენტრი ქ.ქუთაისში გიწვევთ 2 დღიან ტრენინგ-კონფერენციაზე➡️ „ წლის სიახლეები საგადასახადო კანონმდებლობაში 2018“!

ტრენინგ - კონფერენციას წაუძღვება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მრჩეველთა დეპარტამენტის საგადასახადო მრჩეველი საგადასახადო საკითხებში, ქ-ნი ნინო მაისურაძე.

ტრენინგ-კონფერენციის მიზანი : 
●მონაწილეებისათვის შემჭიდროვებულ ვადაში მიწოდებულ იქნას მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია საგადასახადო კანონმდებლობაში მიმდინარე წელს განცხორციელებული ცვლილებების თაობაზე, 
●განხილულ იქნას მოქმედი კანონმდებლობის პრობლემური და აქტუალური საკითხები. 
●პრაქტიკული მაგალითები. ამასთან, დრო დაეთმობა მსმენელთათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებს კითხვა-პასუხის რეჟიმში.

„ წლის სიახლეები საგადასახადო კანონმდებლობაში 2018“ - ის პროგრამა : 
მოგების გადასახადის გადამხდელის განსაზღვრა;
მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტები;
განაწილებული მოგება;
გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;
წარმომადგენლობითი ხარჯების დაბეგვრა;
საანგარიშო პერიოდი, დასაბეგრი თანხა და გადასახადის განაკვეთი;
დივიდენდის განაწილება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, დაბეგვრა და გადახდილი მოგების გადასახადის თანხის ჩათვლა;
დივიდენდის განაწილება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან 2017 წლის 1 აპრილამდე;
2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული დივიდენდის შემდგომი განაწილება;
მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, როდესაც კალენდარული წლის განმავლობაში პირი მიიღებს ან დაკარგავს კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, სადაზღვევო ორგანიზაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და ლომბარდის სტატუსს;
მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია.

created by artmedia