ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

რეგისტრაცია დაიწყო : ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგ-კონფერენცია

 ქ.ქუთაისში ევროპის აკადემიური ცენტრი ატარებს  4 დღიან   ინგლისური ენის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო   წინასაგამოცდო ტრენინგ-კონფერენციას.

კურსი განკუთვნილია, როგორც სწავლების გამოცდილების მქონე, ასევე გამოცდილების არმქონე პირთათვის ,რომლებიც  საჭიროებენ დამატებით სპეციფიურ ტრეინინგს.

ტრენინგი განაწილდება ოთხ დღეზე, მსენელებს მიეწოდებათ სატრენინგო მასალები. აგრეთვე გაიცემა რეკომენდაციები და ელექტრონული რესურსების ნუსხა წინასაგამოცდო მზადებისათვის .

 7-8ივლისი (პირველი მოდული-კითხვა/სიტყვათ წარმოება/საუბარი,), ტრენინგის თემატიკა :

  კითხვა/სიტყვათა წარმოება

     მსმენელები გაეცნობიან შესაბამისი სირთულის (B2) ინფორმაციულ, შემეცნებით პროფესიული შინაარსის ტექსტებს, მოახდენენ როგორც ძირითადი აზრის, ასევე ფაქტობრივი ინფორმაციის იდენტიფიცირებას. აგრეთვე მოხდებაკითხვის სხვადასხვა სტრატეგიების გაცნობა.

● მსმენელები აგრეთვე გაეცნობიან სიტყვათ-წარმოების სხვადასხვა ხერხებს. წარმოდგენილი იქნება შესაბამისი სირთულის, B2-დონის, ნაწარმოები სიტყვების ჩამონათვალი.

 საუბრის სწავლება

● მსმენელები გაეცნობიან სხვადასხვა სიტუაციურ თემებს, შეიძენენ თემების შესაბამის ლექსიკას, გაეცნობიან საუბრისას გამოსაყენებელ მაკავშირებელ სიტყვებს, აბზაციდან-აბზაცზე, აზრიდან-აზრზე გადამსვლელ მაკავშირებელ ფრაზებს. ტრენინგზე იქნება ინტენსიური ვარჯიში, სხვადასხვა დროითი ჩარჩოს გათვალისწინებით,რათა მსმენელმა ილაპარაკოს ბუნებრივად, დაუბრკოლებლად და არგუმენტირებულად მოცემული თემატიკის გარშემო და ჩაეტიოს ფიქსირებულ დროში. საუბრისას გამოხატოს და დაიცვას საკუთარი პოზიცია. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურები. 

9-10ივლისი (მეორე მოდული-მოსმენა, წერა,შეცდომების გასწორება) , ტრენინგის თემატიკა :

მოსმენის  სწავლება

● მსმენელები გაეცნობიან, მოისმენენ შესაბამისი სირთულის ტექსტებს (ინტერვიუ, დიალოგი)მოხდება როგორც ძირითადი აზრის, ასევე ფაქტობრივი ინფორმაციის იდენტიფიცირება. მოსმენილის,შეფასება და ინფორმაციის მართვა, სავარჯიშოებში ნომინირებულიპრობლემის გადაჭრის ხერხებზე აქცენტის გაკეთება. მსმენელები გაეცნობიან დავალების შესაბამისი მოსმენის სტრატეგიებს.

 

წერის სწავლება/ შეცდომების გასწორება

● მსმენელებბი გაეცნობიან აკადემიური წერის პროცესის  საფეხურებს რათა

დაწერონ 180-230 სიტყვიანი თხზულება და სამოტივაციო წერილი (140-160 სიტყვა). მკაფიოდ, თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად  ~გადმოსცენ საკუთარი აზრი მოცემულ თემასთან დაკავშირებით. წერისას გამოხატონ და დაიცვან საკუთარი პოზიცია. გამოიყენონ მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურები. წერის სწავლებისას მსმენელები ადგილზე დაწერენ ესეს და სამოტივაციო წერილს. აქცენტირდება დაშვებული შეცდომები და მათი გადაჭრის ხერხები. მსმენელები გაეცნობიან სამოტივაციო წერილის ფორმატს და წერის სტრატეგიებს. დამუშავებულ თემებთან დაკავშირებით  შეიძენენ შესაბამის ლექსიკას, გაეცნობიან წერისას გამოსაყენებელ მაკავშირებელ სიტყვებს, აბზაციდან-აბზაცზე, აზრიდან-აზრზე გადამსვლელ მაკავშირებელ ფრაზებს.

●მსმენელები გაეცნობიან სასერთიფიკაციო გამოცდაზე გამოსაყენებელ შეცდომების ტიპებს, მოხდება მათი ანალიზი. დაამუშავებენ B2 დონის ტექსტებს (შეცდომებით).

ტრენინგ-კონფერენციას ჩაატარებენ:

მარიამ ნემსაძე-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ფილოლოგიის დოქტორი; ევროპის აკადემიური ცენტრი - ინგლისური ენის მოწვეული ტრენერი.

 რუსუდან კარკაძე - წამყვანი მასწავლებელი, მასწავლებელთა სახლისა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტების ტრენერი.

ტრენინგის ხანგრძლივობა :   20 სთ

ტრენინგის ღირებულება :  220 ლარი

გათვალისწინებულია დამსწრეთა უზრუნველყოფა შესვენება / ლანჩით

ტრენინგ-კონფერენციის   დასრულებისას  ყველა  მონაწილეს გადაეცემა კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი  ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატი და სატრენინგო მასალები.

რეგისტრაციისთვის დარეკეთ :  (0 431) 23 60 60 ; 598 802 227

მის : ქ.ქუთაისი , წერეთლის  #13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)

 

 

 

created by artmedia