ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

ევროპული ცენტრი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს პრაქტიკულ კურსს სამოქალაქო სამართალში. წარმატებული კურსდამთავრებულები დამატებით სტაჟირებას გაივლიან ქ. თბილისის მერიის იურიდიულ სამსახურში. 

გაითვალისწინეთ რომ, აღნიშნული პროფესიული პრაქტიკა სტუდენტებს იურიდიულ კლინიკად ჩაეთვალათ და უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისი კრედიტები მიენიჭათ.

პრაქტიკული კურსი მოიცავს:

შესავალი დებულებები სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში.

** ძირითადი პრინციპები, უწყებრივი ქვემდებარეობა, განსჯადობა;
** სასამართლოს შემადგენლობა. აცილება, პროცესის ხარჯები, საპროცესო ვადები;
** სასამართლო შეტყობინება და დაბარება, მხარეები, მესამე პირები, წარმომადგენლობა სასამართლოში;
** სასამართლო მტკიცებულებები - სახეები, შეგროვება და შეფასება, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა;

საქმეთა წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში

** საქმის აღძვრა, სარჩელის შინაარსი;
** სარჩელის მიღება, სარჩელის მიღებაზე უარის თქმა, ხარვეზის დადგენა;
** შეგებებული სარჩელი, სარჩელის უზრუნველყოფა;
** საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად;
** სასამართლოს მთავარი სხდომა;
** სასამართლო განჩინება, სასამართლო გადაწყვეტილება, დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
** სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება;
** საქმის წარმოების შეჩერება, საქმის წარმოების დამთავრება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე;
** სასამართლო ოქმი.
** გამარტივებული წარმოება;
** უდავო წარმოება;
** საქმეთა წარმოება სააპელაციო სასამართლოში;
** აპელაციის დასაშვებობა;
** სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება;
** საქმეთა წარმოება საკასაციო სასამართლოში;
** კასაციის დასაშვებობა;
** საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში;
** საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება;
** კერძო საჩივარი;
** საქმის წარმოების განახლება;

შენიშვნა: ყოველი თემის განხილვა მოხდება სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის პროცესის თეორიულ-ნორმატიული მასალის, პრაქტიკული მაგალითებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების გამოყენებით.

მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვაში. ჩაერთვებიან სასამართლო პროცესებში, მონაწილეობას მიიღებენ ადმინისტრაციულ დავებში, დაეუფლებიან ადვოკატთა უნარ-ჩვევებს.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, ჩატარდება კვირაში ორი მეცადინეობა.
ტრენინგის ღირებულება: 150 ლარი თვეშo.
მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარე ჯგუფებში.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

** პირადობის მოწმობის ასლი;
** დიპლომი ან სტუდენტის მოწმობის ასლი
** შევსებული განაცხადის ფორმა (რომელიც ივსება ცენტრის ადმინისტრაციაში ან ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით).

created by artmedia