ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

პროფესიული განვითარების ევროპული ცენტრის ბიბლიოთეკა


ევროპული ცენტრის ბიბლიოთეკა წარმოადგენს ცენტრის სასწავლო-სამეცნიერო-კვლევით სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიულ საქმიანობას და უზრუნველყოფს მსმენელთა და მასწავლებელთა მომსახურებას.

ცენტრი მუდმივად ზრუნავს, სწავლისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისათვის, ამიტომ ცენტრის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება მუდმივად განახლებადი პროცესია.

ამჟამად ცენტრის მსმენელებს შეუძლიათ ისარგებლონ ბიბლიოთეკაში დაცული 1000 - მდე დასახელების სასწავლო ლიტერატურით.

ამასთან, მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ სხვადასხვა დასახელების პერიოდულ გამოცემებს და ისარგებლონ ციფრულ მატარებლებზე ჩაწერილი გარკვეული რაოდენობის სახელმძღვანელოებით.

ცენტრის ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს მსმენელების ინფორმაციულ ხელმისაწვდომლობას
EBSCO-ს პროგრამის მონაცემთა ბაზისა და ასევე, კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების პერიოდულ გამოცემათა ელექტრონულ რესურსებზე.

 

created by artmedia