ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

პროფესიული განვითარების ევროპული ცენტრის წესდება

ცენტრის მისია

ჩვენი მისიაა საზოგადოების უზრუნველყოფა ინტელექტუალური და კვალიფიციური, მაღალი ზნეობრივი და მორალური ფასეულობების მქონე ადამიანური რესურსებით, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მის წარმატებულ საერთაშორისო ინტეგრაციას.

მთავარი ფასეულობები

- აზრის გამოხატვის თავისუფლება;
- პიროვნების დისკრიმინაციის დაუშვებლობა;
- პროფესიონალიზმი;
- ღირსების კოდექსის განუხრელი დაცვა;

ცენტრის მისიის განხორციელების მექანიზმები

ცენტრი თავის მისიას განახორციელებს:

  1. საგანმანათლებლო პროგრამებით, რომელიც ეფუძნება ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს და ორიენტირებულია ცოდნაზე დაფუძნებული შრომის ბაზრის მოთხოვნებზე;
  2. ხარისხის მართვის ერთიანი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიცემას;
  3. სხვადასხვა სახის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებით, რომელიც ხელს უწყობს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის ხარისხის ამაღლებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე;
  4. ადამიანური რესურსით, რომლის პროფესიული განვითარებისათვის ცენტრი განახორციელებს პროფესიული განვითარების პროგრამებს;
  5. სასწავლო რესურსით, რომელიც ემსახურება არამარტო სწავლების, არამედ სწავლისა და კვლევების პროცესს;
  6. მსმენელთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამები.
  7. მსმენელთა აქტივობის სტიმულირებით საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და ხარისხის მართვის პროცესში მონაწილეობისათვის;
  8. დამსაქმებელთა კორპუსთან აქტიური თანამშრომლობით, მისი მოთხოვნების შესწავლით და პრაქტიკული რეალიზაციით;
  9. მართვის მოქნილი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრის ეფექტიან ფუნქციონირებას.

ცენტრის თვითმყოფადობა

ცენტრის თვითმყოფადობას განაპირობებენ შემდეგი ფაქტორები:

  1. თანამედროვე სტანდარტების სასწავლო, კვლევითი და სამუშაო გარემოს შექმნა;
  2. პერმანენტულად განახლებადი და მოქნილი საგანამანათლებლო პროგრამები;
  3. მუდმივი კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან სასწავლო და კვლევის პროცესის სრულყოფის მიზნით;
  4. ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა მსმენელთა პოტენციურ დამსაქმებლებთან;
  5. ცენტრის პერსონალის პროფესიული ზრდისა და სრულყოფის ღონიძიებების განხორციელება;
  6. თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობათა ოპტიმალური შეხამება;
  7. ცოდნის შეფასების თანამედროვე და ობიექტური სისტემების დანერგვა;
  8. პროფესიული და სასერთიფიკატო განათლების პროგრამების განხორციელება;
  9. ყველა დონის საგანამანათლებლო პროგრამებში საერთაშორისო ასპექტების გამოკვეთა და ორიენტირება გლობალურ გარემოზე;

ცენტრის მიზანი

მომავალი წლის განმავლობაში ცენტრი მიზნად ისახავს თავისი სწავლების და მომსახურეობის ხარისხით გახდეს ქვეყნის და რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სასწავლო  დაწესებულება.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად ცენტრი ახორციელებს კომპლექსურ ღონიძიებებს, რაც ასახულია ევროპული ცენტრის სტრატეგიული განვითარების გეგმაში.

created by artmedia