ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

 

პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი 

"ევროპის აკადემიური ცენტრი" იწვევს დამწყებ ბუღალტრებს პრაქტიკული ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის კურსზე. პროგრამის მიზანია, დაეხმაროს დამწყებ და მოქმედ ბუღალტრებს  თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში.

პროგრამა ითვალისწინებს კონკრეტული საწარმოს პირველად დოკუმენტებთან მუშაობის  მაგალითზე ორი წლის ბუღალტერიის წარმოებას, შემდგომი ანგარიშების გადახურვითა და საგადასახადო დეკლარაციების შევსებით. ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოებს პროგრამა  ORIS -ში და საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა RS.GE-ზე.

პრაქტიკული კურსი სრულად მოიცავს:

  • სამეწარმეო და საგადასახადო სუბიექტების პრაქტიკული შესწავლა და განხილვა:
    • ორგანიზაციის წესდების პრაქტიკულად შექმნა;
    • ორგანიზაციის სააღრიცხვო პოლიტიკის ჩამოყალიბება.
  • ორგანიზაციის ორი წლის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შექმნა და წამოება:
    • სასაქონლო ზედნადები;
    • ანგარიშ-ფაქტურა;
    • საგადახდო დავალება;
    • ინვოისი;
    • სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერი;
    • ავიზო;
    • სახელფასო უწყისი;
    • საბაჟო დეკლარაცია.
  • ორგანიზაციის ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების შევსება და წარდგენა:
    • საშემოსავლო;
    • დღგ;
    • ქონება;
    • მოგება.
  • გარდა მიმდინარე გადასახადებისა, შეისწავლება დარიცხული წლიური საავანსო გადასახადებისა და ზარალის გადატანის მეთოდები:
    • ქონება;
    • მოგება.
  • ორგანიზაციაში ისეთი კაზუსების გარჩევა როგორიცაა: სესხი ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, იჯარას, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები,  პარტნიორების მიერ ყოველწლიური დივიდებდის გატანას; 
  • საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა ORIS -ის სრულყოფილად შესწავლა.

პრაქტიკული კურსის ღირებულება: 400 ლარი;

პრაქტიკის ხანგძლივობა: 2 თვე (36 საათი);

სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ, 2 საათი.

ლიტერატურა და პირველადი დოკუმენტაცია გადმოგეცემათ საჩუქრად.  

კურსის განმავლობაში ჩატარდება შუალედური და შემაჯამებელი ტესტირება. კურსის ბოლოს გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის"სერტიფიკატი.

შეფასების კრიტერიუმი პროცენტული განაკვეთების მიხედვით:
 
A (ა) - 100%-75% - წარმატებული
B (ბ) - 50%-75% - მოისმინა.
99-100 % შედეგის მაჩვენებლებს გადაეცემათ ოქროს სერტიფიკატი.
50%-მდე - ვერ მიიღებს სერტიფიკატს, თუმცა შეუძლია გავიდეს განმეორებით ტესტირებაზე.
 
გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი.
იმ შემთხვევაში, თუ მსმენელმა ვერ მიიღო სასურველ ქულათა რაოდენობა, შეუძლია გადააბაროს გამოცდა.
 
რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით:
2 238 234; 599 334 700 ან გაიარეთ On-line რეგისტრაცია.

შეფასების კრიტერიუმი პროცენტული განაკვეთების მიხედვით:

A (ა) - 100%-75% - წარმატებული

B (ბ) - 50%-75% - მოისმინა.

99-100 % შედეგის მაჩვენებლებს გადაეცემათ ოქროს სერტიფიკატი.

50%-მდე - ვერ მიიღებს სერტიფიკატს, თუმცა შეუძლია გავიდეს განმეორებით ტესტირებაზე. გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი.

იმ შემთხვევაში, თუ მსმენელმა ვერ მიიღო სასურველ ქულათა რაოდენობა, შეუძლია გადააბაროს გამოცდა.


მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ფლობს ISO სერტიფიკატს ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.
"ევროპის აკადემიური ცენტრი" წარმატებულ კურსდამთავრებულებს გაუწევს რეკომენდაციას.  უკვე ხუთი წელია ევროპული ცენტრის ხელშეწყობით უამრავმა დამყებმა ბუღალტერმა შეიქმნა პროფესიული კარიერა.
created by artmedia