ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

ევროპული ცენტრი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს პრაქტიკულ კურსს ადმინისტრაციულ სამართალში. წარმატებული კურსდამთავრებულები დამატებით სტაჟირებას გაივლიან ქ. თბილისის მერიის იურიდიულ სამსახურში.

გაითვალისწინეთ რომ, აღნიშნული პროფესიული პრაქტიკა სტუდენტებს იურიდიულ კლინიკად ჩაეთვალათ და უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისი კრედიტები მიენიჭათ.

ტრეინინგი მოიცავს:

ზოგადი ნაწილი:

1. ადმინისტრაციული პროცესის პრინციპები.
2. განსჯადობა და უწყებრივი ქვემდებარეობა.
3. სახელმწიფო ბაჟი. საპროცესო ხარჯები.
4. მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემა.
5. მხარეები და მესამე პირები ადმინისტრაციულ პროცესში.
6. მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ პროცესში.
7. სარჩელის სახეები ადმინისტრაციულ პროცესში.
8. განმწესრიგებელი სხდომა.
9. გამარტივებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
10. დაჩქარებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
11. სარჩელის ტრანსფორმირება.
12. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება.
13. დროებითი განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების თაობაზე.
14. სასამართლო გადაწყვეტილებები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით.
15. სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით.
16. სასამართლო გადაწყვეტილება ქმედების (მოქმედების ან უმოქმედობის) განხორციელების თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით.
17. აპელაცია და კასაცია

** სააპელაციო და საკასაციო საჩივრების დასაშვებობა.
** საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში.
** ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების დაუშვებლობა.

განსაკუთრებული ნაწილი:

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება.
2. მეწარმის საქმიანობის შემოწმება.
3. სახელმწიფო სოციალური დაცვა.
4. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები.
5. საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები.
6. შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსება.

შენიშვნა: ყოველი თემის განხილვა მოხდება ადმინისტრაციული სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის პროცესის თეორიულ-ნორმატიული მასალის, პრაქტიკული მაგალითებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების გამოყენებით.
მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვაში. ჩაერთვებიან სასამართლო პროცესებში, მონაწილეობას მიიღებენ ადმინისტრაციულ დავებში, დაეუფლებიან ადვოკატთა უნარ-ჩვევებს.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე, ჩატარდება კვირაში ორი მეცადინეობა.
ტრენინგის ღირებულება: 150 ლარი თვეში
მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარე ჯგუფებში
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

** პირადობის მოწმობის ასლი;
** დიპლომი ან სტუდენტის მოწმობის ასლი
** შევსებული განაცხადის ფორმა (რომელიც ივსება ცენტრის ადმინისტრაციაში ან ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით).

created by artmedia