ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსის მიზანია მომავალი მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მომზადება,  რათა მათ შეძლონ აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარება და შეიძინონ ის მრავალფეროვანი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც აუცილებელია მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებისათვის.  სწავლების პროგრამა მოიცავს 

  • მოსამზადებელი პროგრამის ძირითადი ნაწილი  ეთმობა თეორიულ კურსს, რომლის დროსაც მსმენელები საფუძვლიანად შეისწავლიან სამართლის დარგებს (სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი), ასევე მოსამართლისათვის აუცილებელ უნარ–ჩვევებს, როგორებიცაა სამოსამართლო ეთიკა. თეორული კურსის დასასრულს მსმენელი აბარებს ტესტურ გამოცდას.

ასევე,

  • მოსამზადებელი პროგრამა მოიცავს სემინარულ მუშაობას, რომლის დროსაც მსმენელებს  ეძლევათ თეორიული კაზუსი, რომელზედაც შესაძლოა  ჩატარდეს იმიტირებულ პროცესი, ხოლო შემდეგ თითოეული მსმენელი წერს სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საქმეზე. სამუშაო დღის ბოლოს შესაბამისი ტრენერი აფასებს თოთოეულ მსმენელს დადებითი და უარყოფითი მხარეების მითითებით, ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა უნდა გამოსწორდეს მსმენელის მიერ მომავალში მოზადებულ გადაწყვეტილებებში (განაჩენებში).

 

სასწავლო კურსის დასასრულს მსმენელი აბარებს ევროპული ცენტრის დამამთავრებელ გამოცდას. თითოეულ მსმენელს ეძლევა რეალური საქმე საქართველოს სასამართლოების პრაქტიკიდან, რომელიც მსმენელმა უნდა წაიკითხოს, გააანალიზოს და მიიღოს გადაწყვეტილება. ამისათვის მსმენელს ეძლევა 5 საათი, შესაბამისად დამამთავრებელი გამოცდა აფასებს არა მხოლოდ იმას, თუ რამდენად კარგად შეისწავლა მსმენელმა პროგრამით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული საკითხები, არამედ იმასაც თუ რამდენად შეუძლია მსმენელს ხარისხიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება დროის მცირე მონაკვეთში.

დამამთავრებელი გამოცდის წარმატებით დამთავრების შემდეგ, ევროპული ცენტრი ამზადებს მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას და კურსდამთავრებულებს გადასცემს სერტიფიკატს.

აღნიშნული კურსის სისტემის მთავარი დადებითი მხარე მდგომარეობს იმაში, ცენტრის მსმენელები გაივლიან როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს, რაც აამაღლებს მათ კვალიფიკაციას.

ტრენერები: უზენაესი სასამართლოდან მოწვეული მოსამართლეები, ცნობილი პროფესორები, პრაქტიკოსი იურისტები.

საერთო სამართლის მიმართულების მოსამზადებელი კურსის ღირებულება: 750 ლარი. (110  სთ)

სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების მოსამზადებელი კურსის ღირებულება: 690 ლარი.  3 თვე; (72 სთ) 

 
სისხლის სამართლის მიმართულების მოსამზადებელი კურსის ღირებულება: 690 ლარი.  3თვე;(72 სთ) 

 

 

გადახდა ხორციელდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე – სწავლის მთლიანი ღირებულების 80%-ის გადახდა, ხოლო დარჩენილი 20%-ის კურსის დასრულებამდე.

 

სწავლა მიმდინარეობს საღამოს საათებში (მსმენელთა სურვილის გათვალისწინებით). ტრენინგებს უძღვებიან სამართლის სფეროში აღიარებული, გამოცდილი იურისტები, მათ შორის მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები. 

 
კურსის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ "ევროპის აკადემიური ცენტრის" სერტიფიკატი. 


რეგისტრაციისათვის    ან მობრძანდით:

created by artmedia