ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

"ევროპული ცენტრი" იწვევს კომპანიების ხელმძღვანელებს, დირექტორებს, პროფესიონალ და დამწყებ ბუღალტრებს, საგადასახადო სამსახურების წარმომადგენლებს, ფინანსისტებს, იურისტებს, სხვადასხვა დონის პრაქტიკოს მენეჯერებს, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების მსურველებს და საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით დაინტერესებულ ყველა პირს საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსებზე.

ევროპული ცენტრი გთავაზობთ საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ ორი ტიპის კურსს:

1. საგადასახადო კოდექსის ინტენსიური კურსი:
კურსის ხანგრძლივობა: ოთხი კვირა;

საკონტაქტო საათები: 18 საათი;
ტრენინგ-კურსის მთლიანი ღირებულებაა 280 ლარი.

2. საგადასახადო კოდექსის ვრცელი კურსი:
კურსის ხანგრძლივობა 40 საათი;

ლექციის ხანგრძლივობა 3 საათი;
ღირებულება 599 ლარი.

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია.

კურსს უძღვებან საგადასახადო კანონმდებლობის ექსპერტები, აღნიშნული სფეროს პრაქტიკოსები კონსტანტინე გორბატკოვი და ნინო ფოდიაშვილი.

მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით, თითოეულ ჩვენს მსმენელს საჩუქრად გადაეცემა ევროპული ცენტრის გამოცემა საგადასახადო კოდექსის წიგნი.

კოდექსის შესწავლა მოხდება პრაქტიკული მაგალითების გარჩევის გზით, კურსის განმავლობაში დეტალურად და ამომწურავად განიხილება საგადასახადო კოდექსში შესული თითოეული ცვლილება ძველი და ახალი კოდექსის შესაბამისი მუხლების შედარების საფუძველზე. განხილული იქნება ამ ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ლექციები მოიცავს კითხვა-პასუხის ფორმატს.

ევროპული ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კორპორატიული კლიენტების  მომსახურება. ცენტრი კლიენტებს სთავაზობს თანამშრომლების მომზადება და გადამზადებას. 150 მეტმა კომპანიამ გადაწყვიტა ეთანამშრომლა ევროპულ ცენტრთან.

დაუფინანსეთ სწავლება თქვენს თანამშრომელს და გახადეთ თქვენი ბიზნესი უფრო დაცული.

created by artmedia