ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

ევროპული ცენტრი მსურველებს იწვევს სახელშეკრულებო სამართალის კურსებზე, კურსი განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირებისათვის რომელთაც ყოველდღიურად ან სისტემატიურად უხდებათ მუშაობა სხვადასახვა ტიპის ხელშეკრულებებთან, ასევე განკუთვნილია სახელშეკრულებო სამართლით დაინტერესებული პირებისათვის, აღნიშნულ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და პრაქტიკული სამართლებრივი ტექნიკისა და ჩვევების დაუფლების ნებისმიერი მსურველისათვის.

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად იურისტის დახმარების გარეშე შეადგინოთ ნებისმიერი სახისა და სირთულის ხელშეკრულება და გაითვალისწინოთ მასში ყველა სამართლებრივი – მოსალოდნელი რისკი, თავიდან აიცილოთ ხელშეკრულების მეორე მხარისგან მომდინარე ნებისმიერი გაუგებრობა.

სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგი თემებს

1. სახელშეკრულებო სამართლის არსი

2. ხელშეკრულება, როგორც ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგება
3.
ხელშეკრულების დადება
4.
ხელშკრულების (ზოგადი ვალდებულების) შინაარსი და პირობები

5. ხელშეკრულებიდან გასვლა
6.
ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი
7.
ხელშეკრულების და ზოგადად ვალდებულების შესრულება
8.
ხელშეკრულების და ზოგადი ვალდებულების დარღვევა

კურსის გავლა ხდება თეორიული და პრაქტიკული მასალის ინტეგრირებული გაკვეთილების მეშვეობით.

კურსის ხანგძლივობა: 2 თვე, კვირაში 2 დღე.
ლექციის ხანგძლივობა: 2 სთ.
კურსის ღირებულება: 400 ლარი.

კურსს უძღვება პრაქტიკოსი სპეციალისტი, სახელშეკრულებო სამართლის ექსპერტი.

კურსის ბოლოს ჩატარდება ფინალური ტესტირება.
კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა "ევროპული ცენტრის" სერტიფიკატი.

ევროპული ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კორპორატიული კლიენტების  მომსახურება. ცენტრი კლიენტებს სთავაზობს თანამშრომლების მომზადება და გადამზადებას. 150 მეტმა კომპანიამ გადაწყვიტა ეთანამშრომლა ევროპულ ცენტრთან.

დაუფინანსეთ სწავლება თქვენს თანამშრომელს და გახადეთ თქვენი ბიზნესი უფრო დაცული.

created by artmedia