ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

ევროპული ცენტრის ერთ–ერთი წარმატებული პროგრამა გახლავთ მოსამართლის თანაშემწეობის მსურველთა მოსამზადებელი კურსი. აღნიშნული კურსი, უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომელთა აქვთ მოსამართლის თანაშემწედ მუშაობის სურვილი.

კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და გადაიხდის სწავლის საფასურს.

კურსის ფარგლებში ლექციებსა და ტრეინინგებს ატარებენ ცნობილი პრაქტიკოსი იურისტები, მათ შორის მოქმედი მოსამართლეებიც, რომლებიც დეტალურად უხსნიან მსმენელებს სამართლის სხვადასხვა დარგის სპეციფიკასა და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელ უნარ–ჩვევებს.

სასწავლო კურსი მოიცავს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლისა და პროცესის აქტუალურ თემებს, ასევე საკონსტიტუციო სამართალს, ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალს და სხვა.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები აბარებენ ტესტურ გამოცდას, რომლის მიზანია შეაფასოს რამდენად კარგად აითვისეს მსმენელებმა პროგრამით გათვალისწინებული საკითხები და შეესაბამება თუ არა მათი ცოდნა მოსამართლის თანაშემწისათვის აუცილებელი მინიმალური ცოდნის სტანდარტებს.

გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მონაწილე იღებს ევროპული ცენტრის  სერტიფიკატს, რომელიც მას საშუალებას აძლევს იმუშაოს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლის თანაშემწედ.

აღნიშნული კურსი დიდი მოთხოვნით სარგებლობს ცენტრის დაარსებიდან დღემდე, განსაკუთრებით ახალგაზრდა იურისტებს შორის.

რსის ხანგძლივობა: 10 კვირა

მოსამზადებელი საათების რაოდენობა: 60 სრული საათი

კურსის ღირებულება: 500 ლარი ერთი თვე, კვირაში სამჯერ

პირადობისა და დიპლომის ასლი გთხოვთ, წარმოადგინეთ მეცადინეობების დაწყებამდე


რეგისტრაციისათვის   


created by artmedia