ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსი 

საერთაშორისო ორგანიზაცია "ევროპული ცენტრი" იწყებს მსურველთა საბუთების მიღებას ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროგრამაზე.

მოსამზადებელი პროგრამა მოიცავს (მომზადებას პროფესიულ ნაწილში):


1) საკონსტიტუციო სამართალი;
2) სამოქალაქო სამართალი;
3) სამოქალაქო სამართლის პროცესი;
4) ადმინისტრაციული სამართალი;
5) სამეწარმეო სამართალი;
6) ნოტარიატი.


სასწავლო კურსის გავლით დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
** უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი;
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** კურსის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხილეთ საბანკო რეკვიზიტები)

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია.
მეცადინეობები ჩატარდება ყოველ დღე, საღამოს საათებში (ინტენსიური კურსის ფარგლებში).

კურსის ხანგძლივობა : 3 თვე (126 სთ)
მთლიანი კურსის ღირებულება არის 900 ლარი 

კურსს უძღვებიან ევროპული ცენტრის მიერ მოწვეული, დარგის საუკეთესო სპეციალისტები.

გადახდა ხორციელდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე – სწავლის მთლიანი ღირებულების 80%-ის გადახდა, ხოლო დარჩენილი 20%-ის კურსის დასრულებამდე.


შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 

ტელ: (+995 32) 2 238234, , 599 334700
ელ-ფოსტა: pdceuropean1@yahoo.com


ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ.13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული )
ტელ: (+995 431) 236060, 598 80 22 27

გამოცდები ტარდება საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

created by artmedia