ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა
კურსის ძირითადი მიზანია დაეხმაროს მსმენელს დროის სწორად მართვისა და მისი ეფექტური გამოყენების უნარის შეძენაში, რაც ითვალისწინებს დროის მაქსიმალურად სწორად გადანაწილებას და მინიმალურ დანაკარგებს. ამასთან, კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს პროექტების, შეხვედრების, დავალებების ეფექტური დაგეგმვა და დროის კონტროლი, სამუშაოს შესრულების ვადების დადგენა და მონიტორინგი.

მსმენელები ისწავლიან დატვირთული სამუშაო გრაფიკის პირობებში დროის სწორად და ეფექტურად მართვას, ამოცანების სწორად დასმასა და დელეგირებას, შეხვედრების მომზადებას, დაგეგმვასა და წარმართვას, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი რეალისტური გეგმების შედგენასა და განხორციელებას, მიზნებისა და პრიორიტეტების სწორად დასახვას, პროექტის პროგრესის კონტროლს, რაც თავისთავად გაზრდის დროის იმავე მონაკვეთში მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და ხარისხს.

სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს:
  • თეორია+პრაქტიკა
  • ქეისების განხილვა
  • როლური/სიმულაციური თამაშები
კურსის ხანგძლივობა: 12 საათი
კურსის ღირებულება: 180 ლარი
სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  • დროის ეფექტურად გამოყენების ტექნიკები;
  • მკაფიო ამოცანების მიღება და დასმა;
  • მიზნებისა და პრიორიტეტების დასახვა;
  • დაგეგმვა და დროში განაწილება;
  • პრიორიტეტების დასახვის კომპლექსური მეთოდები;
  • შეხვედრების დაგეგმვა;
  • დელეგირება;
  • “დროის ქუდები” და მათი მართვა;
  • პროექტის პროგრესის კონტროლი.
created by artmedia