ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა
სასწავლო კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს საბაზო განათლება PR-ის თეორიულ საფუძვლებში. აღნიშნულ კურსში ასახულია PR თეორიის ზოგადი საკითხების პრობლემები და მეთოდოლოგიური პრინციპები, განხილულია PR-ის ისტორიული ფესვები და საგნის არსი, ეთიკური და საკანონდებლო ნორმები, ძირითადი ტენდენციები და სპეციალიზაცია. აგრეთვე შემოთავაზებულია PR კამპანიების დაგეგვმა, მისი ტაქტიკა, მეთოდები და სტრატეგიები. აგრეთვე PR სახელმწოფო და კერძო სტრუქტურებისთვის, საარჩევნო და კრიზისული PR-ის ცალკეული ასპექტები.

კურსის გავლის შედეგად მსმენელებს ექნებათ საფუძვლიანი ცოდნა:

  • თუ როგორ მუშაობს თანამედროვე PR;
  • PR და მედიის ურთიერთობის თავისებურებები;
  • რეკლამის სეგმენტაცია და პოზიციონირება;
  • PR სტრატეგიები მედიასთან ურთიერთობისას;
  • საერთაშორისო PR-ის სტანდარტები;
  • ეთიკური PR აქციების ჩატარება.
სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს:
  • თეორია+პრაქტიკა
  • ქეისების განხილვა
  • როლური/სიმულაციური თამაშები
კურსის ხანგძლივობა: 12 საათი
კურსის ღირებულება: 180 ლარი
created by artmedia