ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა
კურსი მიზნად ისახავს მენეჯმენტის თეორიისა და პრაქტიკის შესწავლას და მის საფუძველზე მენეჯერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. კურსის მიზანია მსმენელებს ჩამოუყალიბოს წარმოდგენა მენეჯმენტის არსის, ხელმძღვანელობის ტიპების, ორგანიზაციული პრიორიტეტების განსაზღვრის, კონტროლისა და სხვა მენეჯერული საქმიანობების შეასახებ. კურსი აგრეთვე ითვალისწინებს ორგანიზაციის მართვის დროს წამოჭრილ შესაძლო პრობლემების ანალიზს და მათი გადაჭრის საუკეთესო გზების გამონახვას.

მკურსის გავლის შედეგად მსმენელებმა უნდა შეძლონ:

  • მენეჯერული უნარებისა და ხელმძღვანელობის სტილის გამომუშავება;
  • ორგანიზაციის მიზანთა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის სტრატეგიისა და ტაქტიკის ფორმირება და განხორციელება;
  • უნქციების სწორად გადანაწილება;
  • დროის სწორად დაგეგმვა;
  • სტრესული სიტუაციების მართვა;
  • საქმიანი მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვა;
  • სწორი გადაწყვეტილებების მიღება.
სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს:
  • თეორია+პრაქტიკა
  • ქეისების განხილვა
  • როლური/სიმულაციური თამაშები
კურსის ხანგძლივობა: 20 საათი
კურსის ღირებულება: 250 ლარი
created by artmedia