ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

ევროპული ცენტრი დაინტერესებულ პირებს იწვევს ეფექტური გაყიდვების  სასწავლო კურსზე

მიზნობრივი ჯგუფი: გაყიდვების მენეჯერები, სატელეფონო კონსულტანტები, კლიენტ-მენეჯერები, ასევე პირები რომელთაც სურთ დაეუფლონ გაყიდვების ეფექტურ უნარ-ჩვევებს, რათა გააფართოვონ თავისი ბიზნესის შესაძლებლობები.
კურსის მიზანი:
•    ტექნიკის შესწავლა და უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომლებიც განაპირობებენ წარმატებას გაყიდვების სფეროში, ტელეფონით მოლაპარაკების წარმოებისას და პირადი შეხვედრების დროს.
•    როგორ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი ყოველი სატელეფონი საუბრიდან და კლიენტთან კონტაქტისას
•    გაყიდვების პროცესის მიმართ სისტემური მიდგომის ფორმირება, მოლაპარაკებების წარმოება გარიგების წარმატებით დასრულებაზე. 

ტრენინგის გეგმა:
-    ტრენინგის შესავალი და წესები. ტრენინგის თავისებურებები.
-    პრეზენტაცია

1.    წარმატება ბიზნესში
-    რა არის გაყიდვები
-    წარმატების მატრიცა (საწინდარი)
-    ზუსტი მიზნის დასახვის ტექნიკა –
SMART
-    საქმიანი  ეტიკეტი. წარმატებული გამყიდველის გარეგნობა.
2.    კლიენტის ხარისხიანი მომსახურება
-    მყიდველების კატეგორიები
-    კლიენტების თავისებურებები. ვილაპარაკოთ კლიენტის ენაზე.
-    მოვისმინოთ თუ გავიგოთ?
-    კმაყოფილი კლიენტი - ერთგული კლიენტი.
-    დაპირებების შესრულება, პუნქტუალურობა.

3.    გაყიდვების მიმართ სისტემური მიდგომა. წარმატებული მოლაპარაკებების ეტაპები.
ვინ არის მყიდველი? კლიენტის ტიპები
გაყიდვების ეტაპები:
-    ვიზიტის დაგეგმვა და მომზადება
-    კომუნიკაციის დამყარება შეხვედრის დროს. პრეზენტაციის ტექნიკა. ურთიერთობის დისტანციები.
-    კლიენტის შესაძლებლობების და მოთხოვნილებების გამოვლენა. შეკითხვების ტექნიკა.
-    შეთავაზების არგუმენტირება.
-    მუშაობა პირისპირ.
-    კლიენტის ინტერესი შესყიდვის მიმართ
-    გარიგების დადება. გაყიდვის დასრულების 10 საშუალება. ფასზე საუბარი.
„ჩვენ არ ვყიდით იმას, რასაც თავად არ ვიყიდდით !“
ადმინისტრირება
-    გაყიდვის შემდგომი მომსახურება. დაპირებების შესრულება

4.    ტელეფონით გაყიდვები
-    შემომავალი ზარების მიღების წესები. ძირითადი შეცდომები პირველად სატელეფონო საუბრის დროს. შემომავალი ზარის შედეგი.
-    გამავალი ზარების შესრულების წესები და მიზანი.
-    კლიენტთან ზარის განხორციელების მომზადების ეტაპები.
-    დაპირისპირებების მარაგის მომზადება სატელეფონო მოლაპარაკებების დროს, მათი ანალიზი და მუშაობის ალგორთმი.
-    კონფლიკტური სიტუაციებიდან გამოსვლის საშუალებები. სატელეფონო საუბრის დროს დაშვებული ტიპიური შეცდომები და მათთან მუშაობა.
-    სატელეფონო საუბრის დასრულება. კლიენტთან პოზიტიური დამოკიდებულების (ურთიერთობის) შენარჩუნება.
5.    თვითმენეჯმენტი
-    საკუთარი სამუშაო დროის ორგანიზაცია
-    პირადი ტაიმ მენეჯმენტი - მუშაობის პრიორიტეტები
-    შედეგების შეჯამება

საათების რაოდენობა: 18 სრული საათი

მთლიანი კურსის ღირებულება ერთი მსმენელისთვის: 180 ლარი (დღგ გარეშე)

(ლექციების  ჩატარების დღეები და საათები განისაზღვრება შეთანხმებით)

კურსის გავლის შემდგომ გაიცემა ევროპული ცენტრის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ევროპული ცენტრი დაინტერესებულია თითოეული ცენტრის კურსდამთავრებულის კარიერული წინსვლით, ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას წარმატებულებს, ქართული ბიზნესი კი მზად არის დაასაქმოს კონკურენტუნარიანი კადრი.

იხილეთ წარმატებულთა კომენტარები

 

created by artmedia