ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

საბანკო (საკრედიტო) საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამართალი

პროგრამის მიზანია მსმენელებს ჩამოუყალიბოს საბანკო და საკრედიტო საქმიანობის სამართლებრივ საშუალებებზე (მექანიზმებზე), სისტემასა და მარეგულირებელ ნორმატიულ საფუძვლებზე, სესხებისა და კრედიტების გაცემისას პრაქტიკაში გასათვალისწინებელ აუცილებელ სამართლებრივ რისკებზე სწორი და მართებული წარმოდგენა. დისციპლინის შესწავლისას ისინი რეალურად შეძლებენ პრაქტიკული, სამართლებრივი პრობლემების არსებობისას, სწორად შეარჩიონ სამართლის ის მექანიზმები, განსაკუთრებით სესხისა და კრედიტის გაცემისა თუ ამოღებისას, მათი უზრუნველყოფის საშუალებების ეფექტური რეალიზების საფუძველზე. მსმენელები შედარებით სამართლებლრივი მეთოდიკის დახმარებით გაერკვევიან იპოთეკის, თავდებობის, გირავნობის, საბანკო გარანტიის, სესხისა და კრედიტის სახეობებსა და სამართლებრივ ბუნებაში, მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების სისტემაში.
პროგრამის შინაარსი
1.    სესხისა და საბანკო კრედიტის სამართლებრივი უზრუნველყოფის საშუალებების არსი
2.    სესხისა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების არსი
3.    სესხისა და საბანკო კრედიტის სამართლებრივი პირადი უზრუნველყოფის საშუალებები: თავდებობა
4.    გირავნობა, როგორც სესხისა და საბანკო კრედიტის სამართლებრივი უზრუნველყოფა საშუალება
5.    იპოთეკა, როგორც სესხისა და საბანკო კრედიტის სამართლებრივი უზრუნველყოფა საშუალება:
6.    საბანკო გარანტია, როგორც სესხისა და საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის საშუალება:
7.    სესხისა და საბანკო გარანტიის უზრუნველყოფის საშუალებებოს მესაკუთრეთა სამართლებრივი საკითხები:
8.    იპოთეკის, გირავნობის, თავდებობის, როგორც სესხისა და საბანკო კრედიტის სამართლებრივი საშუალებების შესახებ არსებული სასამართლო პრაქტიკა:

კურსის გავლის შემდეგ მსმენელს ექნება პრაქტიკული და თეორიული წარმოდგენა საბანკო  და არასაბანკო საკრედიტო საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ყველა საშუალებაზე და მეთოდზე


სავალდებულო ლიტერატურა:
1. სამოქალაქო კოდექსი;
2. მეწარმეთა შესახებ კანონი;
3. სააღსრულებო საქმისწარმოების შესახებ კანონი;
4. საჯარო რეესტრის შესახებ კანონი;
5. კანონქვემდებარე აქტები:
- სანოტარო მოქმედებების (იპოთეკის, გირავნობის და ა.შ) შესახებ;
- იძულებითი წესით იპოთეკისა და გირავნობის, მოვალის ქონების რეალიზაციის შესახებ;
- სანოტარო და აღსრულების ხარჯების - მოსაკრებლების შესახებ;
- იპოთეკის, გირავნობის (მათ შორის ავტომაქნანების) რეგისტრაზიის წესი და მათან დაკავშირებული ნორმატიული აქტები;


კურსების ხანგრძლივობაა ერთი თვე (16 სრული საათი);
გრაფიკი: კვირაში 2 დღე , 2 საათი;
კურსის ღირებულება: 300 ლარი.


ევროპული ცენტრი კურსდამთავრებულებზე გასცემს ოფიციალურ სერტიფიკატს.

იაქტიურეთ:
http://www.facebook.com/pdceuropean

იხილეთ წარმატებულთა კომენტარები

გარდა ინდივიდუალური მომხმარებლების მომსახურებისა, "ევროპული ცენტრის" საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კორპორატიული კლიენტების მომსახურება. ცენტრი კლიენტებს სთავაზობს თანამშრომლების მომზადებას და გადამზადებას. 150-ზე მეტმა კომპანიამ გადაწყვიტა ეთანამშრომლა "ევროპულ ცენტრთან". დაუფინანსეთ სწავლება თქვენს თანამშრომელს და გახადეთ თქვენი ბიზნესი უფრო დაცული. იხილეთ: კორპორატიული კლიენტები
ს ჩამონათვალი
 

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია.

ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით მუშაობენ ბანკებში, სადაზღვევო, კვლევით, მარკეტინგულ, დიზაინერულ, და სხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებში - პროგრამისტებად, დიზაინერებად, ვებ-ადმინისტრატორებად.


created by artmedia