ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

სასწავლო კურსი ”ჟურნალისტიკა”

გაზეთები, ჟურნალები, საინფორმაციო სააგენტოები, პრესცენტრები, ტელევიზია და რადიო - აქ მუშაობა არის ჩვენი კურსდამთავრებულების მიზანი. გსურთ გახდეთ პროფესიონალი
ჟურნალისტი, - შეგეძლოთ ინტერვიუს გაძღოლა, სტატიების მომზადება, პრესკონფერენციების ორგანიზება? შემოთავაზებული კურსით, ევროპულ ცენტრში თქვენ შეიძენთ იდეალურ პრაქტიკულ ცოდნას, რათა ჟურნალისტურ ამოცანებს თავი წარმატებით გაართვათ.

მრავალფეროვანი და მიზანმიმართული სასწავლო გეგმა - თქვენ შეისწავლით
ჟურნალისტიკის ”ნოუ ჰაუ”-ს ქართული ჟურნალისტიკის მაგალითზე. ეს კი თქვენთვის
საუკეთესო წინაპირობაა რათა წარმატებით დასაქმდეთ მედიაში, სადაც კვალიფიციურ
კადრებზე მზარდი მოთხოვნილება არსებობს.

პრაქტიკაზე ორიენტირება - თქვენ ისწავლით რა და როგორ გააკეთოთ და გააკეთებთ იმისათვის, რათა უკეთ ისწავლოთ. ამით თქვენ ადვილად მიაღწევთ დასახულ მიზანს.

პრესისა და ტელევიზიის ყოველდღიურ ცხოვრებასთან შეხება - კურსის განმავლობაში თქვენ უშუალოდ ჩაერთვებით პრესისა და ტელევიზიის რედაქციის მუშაობაში. ჩაწერთ ინტერვიუს, მოიძიებთ თემას, მონაწილეობას მიიღებთ სარედაქციო  საქმის ორგანიზებასა და მართვაში, დაგეგმვის პროცესში. გექნებათ შესაძლებლობა მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოიყენოთ იქ, სადაც ეს სჭირდებათ.

ბოლო ოთხი კვირა მსმენელები ოფიციალურად სტაჟირებას გადიან მუშაობენ ერთ-ერთი წამყვანი გაზეთების, ”ვერსიის” რედაქციაში, რის შემდეგაც მათ გადაეცემათ ჩვენი და
მედიაორგანიზაციის სერტიფიკატი.

სასწავლო კურსი თორმეტი სამუშაო კვირისგან შედგება.

ბოლო ოთხი კვირა მსმენელები ოფიციალურად სტაჟირებას გაივლიან  "ევროპული ცენტრის" პარტნიორ რადიო, ტელევიზიებსა და ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში, რის შემდეგაც მათ გადაეცემათ ჩვენი და  ჩვენი პარტიორი მედიაორგანიზაციის მიერ ერთობლივი სერტიფიკატი.


სრული სამთვიანი კურსის ღირებულებაა: 550 ლარი

created by artmedia