ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

"ევროპული ცენტრი" გიწვევთ საზაფხულო ბანაკზე "EuroCamp 2012 - Gonio" მოზარდთათვის. სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ პრეზენტაციაში.



საზაფხულო ბანაკი "EuroCamp" დაფუძნებულია ინგლისური ენის გაძლიერებული შესწავლისა და შავი ზღვის პირას საკურორტო ზონაში სწავლება-დასვენების მსურველი ბავშვებისათვის. ეს არის შესაძლებლობა ყველა ასაკის ბავშვებისათვის, არა მხოლოდ სრულყოფილი მოდუნების, გართობის საშუალება, არამედ შესაძლებლობა გააუმჯობესოს ინგლისური ენის ცოდნა.


საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში "EuroCamp 2012 - Gonio" აცხადებს მსურველთა მიღებას მოზარდებისათვის - 12-დან 17 წლამდე ბავშვებისათვის - დავისვენოთ და ვისწალოთ ერთდროულად! ბანაკი "EuroCamp 2012" განთავსდება გონიოში. აქ შეჯერებულია ზღვისა და მთის ჰავა - ეს ძალიან კარგია მოზარდი ორგანიზმისათვის. თვისებებით მას კურორტ იალტას ამსგავსებენ. საკურორტო ადგილის სანაპირო ზოლში ზღვის წყალი განსაკუთრებულად გამჭვირვალე და თბილია.


ჩვენ ვთავაზობთ ენის შემსწავლელ საინტერესო პროგრამებს, მდიდარ კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს, განვითარების ტრენინგებს და სპორტულ ღონისძიებებს.


ფასები:


პროგრამის განხორციელების ვადები: 11-24 აგვისტო, 2012 წ.

ვაუჩერის ღირებულება ინგლისური ენის კურსების გარეშე: 590 ლარი.
ვაუჩერის ღირებულება ინგლისური ენის კურსებით: 720 ლარი.

აღნიშნული თანხა მოიცავს:


** ტრანსპორტირება

** სასტუმრო
** კვება
** ინგლისური ენის გაკვეთილები + წიგნები
** ექსკურსიები
** სერტიფიკატებით დაჯილდოების ხარჯები.

ეს შეთავაზება არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი თქვენი შვილებისათვის და თქვენი ფინანსური შესაძლებლობებისთვის, ვინაიდან დღეს სავსებით შესაძლებელია ინგლისური ენის გაძლიერებული შესწავლა საქართველოში მოწვეული მაღალკვალიფიცირებული ტრენერების მიერ, და ამისათვის აუცილებელი არ არის მშობელმა დახარჯოს მნიშვნელოვანი სახსრები საზღვარგარეთის საზაფხულო ბანაკებში.


მშობლებმა, რომელთაც სურთ, რომ მათმა შვილმა გაიუმჯობესოს ინგლისური ენის ცოდნა და ეზიაროს ქართულ პოეზიასა და კულტურას უფრო ღრმად, აუცილებლად უნდა აირჩიონ შვილის სასარგებლოდ - სპეციალურად შექმნილი ეს საზაფხულო ბანაკი "EuroCamp 2012 - Gonio".


იჩქარეთ და მოგვმართეთ. გაითვალისწინეთ, რომ "ევროპული ცენტრი" 2010 წლიდან მსოფლიოს 15 ქვეყანაში უწევს ორგანიზებას მსგავსი ტიპის პროექტებს. ჩვენ გვაქვს გამოცდილება და საჭირო რესურსი, რომლითაც ჩვენ ქართული საზოგადოების ნდობა დავიმსახურეთ!


"EuroCamp 2012" უკვე საქართველოში!


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:


თბილისის ოფისი: ტელ: (+995 32) 2 238234, 2 332419, 599 334700

ქუთაისის ოფისი: ტელ: (+995 431) 236060, 598 802227

created by artmedia