ბუღალტრული პროგრამები ენის კურსები ბიზნეს კურსები კომპიუტერული პროგრამები სამართლის კურსები გაცვლითი პროგრამა

 „1C-ბუღალტერია ადმინისტრატორ/მომხმარებლის კურსი ითვალისწინებს პროგრამის ძირითადი ფუნქციონალობის, ასევე მენეჯერული მართვის ელემენტების შესწავლასა და ბუღალტრული ოპერაციების დაფიქსირებას პროგრამულად. კურსი ორიენტირებულია მონაცემთა პროგრამულად დამუშავების პრაქტიკული უნარ–ჩვევების ფორმირებაზე.

1C-ბუღალტერია მთლიანად მოიცავს ორგანიზაციების საბუღალტრო აღრიცხვისთვის საჭირო ოპერაციების ასახვასა და მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობებს, სხვადასხვა სფეროსთვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით. 

თითოეული ტრენინგის ფარგლებში გათვალისწინებულია თეორიული მასალის მიწოდება და პრაქტიკული სამუშაოების შესრულება.

სასწავლო კურსი მოიცავს:

  • პროგრამასთან მუშაობის დაწყება, საწყისი მონაცემების დაფიქსირება და ფასწარმოქმნა
  • დოკუმენტების აღწერა და შესყიდვების მართვა
  • საწყისი ნაშთების დასმა, გაყიდვების მართვა და სასაწყობე ოპერაციები
  • სალაროს ოპერაციები
  • საბანკო ოპერაციები
  • ძირითადი საშუალებები
  • არამატერიალური აქტივები
  • ხელფასები
  • წარმოება
  • თვის დახურვა და ანგარიშგებების განხილვა
  • გავლილი მასალის შეჯამება
  • ადმინისტრირება

პროგრამა იძლევა საშუალებას ყველაზე რთული გატარებები მარტივად და გასაგებად შესრულდეს. ასევე პროგრამაში ავტომატურ რეჟიმში ხდება ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება საგადასახადო მიზნებისათვის.

„1C-ბუღალტერია“  არის ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა, ბევრი ორგანიზაცია იწვევს კადრებს რომლებიც ფლობენ „1C-ბუღალტერია“ -ს

კურსის ხანგძლივობა: 24 სთ, 12 გაკვეთილი

კურსის ღირებულება: 300 ლარი

 

created by artmedia